Jump to content

AMD დააჩქარებს Ryzen 5000-ის მიწოდებას, რათა კონკურენცია გაუწიოს ხელმისაწვდომ და იაფ Intel Rocket Lake-ს


Recommended Posts

ცნობილი გახდა, რომ AMD აპირებს გაზარდოს გეიმერებისთვის მეტად სასურველი Ryzen 5000 სერიის პროცესორების მიწოდების მასშტაბი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში. დიდი მოთხოვნა თავს დაატყდა ჩიპების მწარმოებლებს, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა ისეთ CPU-ებზე, როგორებიცაა Ryzen 9 5900X და Ryzen 9 5950X. მიწოდების ზრდა სწორედ იმ დროს ხდება, როდესაც კომპანიას მთელი ენერგიის დახარჯვა სჭირდება, რათა კონკურენცია გაუწიოს იაფ და ხელმისაწვდომ Intel Rocket Lake. ეს სერია 30 მარტს დაანონსდა. 

image.jpeg 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად AMD Ryzen 5000 კომპონენტები ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში. წითელმა გუნდმა უკვე მოახერხა მომარაგების გაზრდა 20%-ით Zen 3 Gen არქიტექტურაზე დამყარებულ დესკტოპ პროცესორებზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. პროცესორების ხელმისაწვდომობის 20%-იანი ზრდის მიუხედავად ეს მაინც არ არის საკმარისი მომხმარებლის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის. 

image.jpeg 

თვლის თუ არა AMD, რომ Intel Rocket Lake პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენდეს Ryzen 5000-ის წარმატებისთვის - ამას ამჟამად არ გააჩნია არანაირი სტრატეგიული მნიშვნელობა ხელმისავდომობის მზარდი პრობლემის გამო. ბევრი გეიმერი და ბლოგერი მეტად უნდობად მიუდგა Intel-ის მე-11 თაობის დესკტოპ კომპიუტერების კომპონენტებს, განსაკუთრებით კი ფლაგმანურ i9-11900K ჩიპს, თუმცა როგორც ჩანს ასაწყობი პერსონალური კომპიუტერების მწარმოებლები „ლურჯების“ ჩიპებს ყიდულობენ AMD-ის ჩიპების ბანალური დეფიციტის გამო. შეგახსენებთ, რომ AMD ამგვარ სიტუაციაში მოხვდა იმის გამო, რომ Xbox Series X/S-სა და  PlayStation 5-ს განსაკუთრებით კრიტიკულად სჭირდება TSMC-ის 7-ნანომეტრიანი ახალი ჩიპები. 
https://bit.ly/3sWPUCw 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.