Magdalena Posted April 7, 2021 Share Posted April 7, 2021 GMC-მ, რომელიც ავტო გიგანტ General Motors-ს ეკუთვნის, წარადგინა მთლიანად ელექტრიზებული ყველგანმავალი Hummer EV, რომელიც კომერციულ ბაზარზე 2023 წლის დასაწყისში გამოვა. ელექტრომობილის პლატფორმა აერთიანებს სამ ელექტროძრავს წინა და უკანა ღერძებზე. ჯამური სიმძლავრე 830 ცხენის ძალას აღწევს, 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარებას დაახლოებით 3.5 წამი სჭირდება. ყველგანმავალს შეუძლია ოთხივე საბურავით შემობრუნება, რაც შესანიშნავ მანევრირებას უზრუნველყოფს. ამავდროულად, CrabWalk სისტემა საშუალებას აძლევს მანქანას გადაადგილდეს დიაგონალზე და თავიდან აიცილოს რთული დაბრკოლებები. ფუნქცია Extract Mode საშუალებას იძლევა პნევმატური დაკიდების სისტემა Adaptive Air Ride Suspension-ის მეშვეობით ავტომობილი აიწიოს 15 სმ სიმაღლეზე რთულად გასავლელი საგზაო მონაკვეთების გადასალახად. ერთ სრულ დამუხტვაზე გავლილი გზის მარაგი 480 კილომეტრს შეადგენს. ელექტომობილში 800-ვოლტიანი სისტემაა გამოყენებული. გათვალისწინებულია აკუმულატორი Ultium, რომელიც 20 მოდულისგან შედგება. ათწუთიანი დამუხტვა უზრუნველყოფს 160 კილომეტრი მანძილის დაფარვას. მონაცემთა დაფა წარმოდგენილია 12.3-დუიმიანი დისპლეის ბაზაზე, მულტიმედია ცენტრი კი აღჭურვილია 13.4-დუიმიანი ეკრანით. კამერების UltraVision Surround სისტემა უზრუნველყოფს ხედვის 17 სხვადასხვა რაკურსს. რეალიზებულია ავტოპილოტირების სისტემა SuperCruise. ყველგანმავლის პირველი ეგზემპლარის, Hummer EV SUV Edition 1-ის ფასი 105595 აშშ დოლარს შეადგენს. მოგვიანებით კი გამოვა მოდიფიკაცია, რომლის ღირებულება 79995 აშშ დოლარი იქნება. https://bit.ly/2Rb174p Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.