Jump to content

ელექტრო ყველგანმავალი Hummer EV SUV: 830 ცხენის ძალა, გავლის მარაგი - თითქმის 500 კმ


Recommended Posts

GMC-მ, რომელიც ავტო გიგანტ General Motors-ს ეკუთვნის, წარადგინა მთლიანად ელექტრიზებული ყველგანმავალი Hummer EV, რომელიც კომერციულ ბაზარზე 2023 წლის დასაწყისში გამოვა. 

image.jpeg 

ელექტრომობილის პლატფორმა აერთიანებს სამ ელექტროძრავს წინა და უკანა ღერძებზე. ჯამური სიმძლავრე 830 ცხენის ძალას აღწევს, 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარებას დაახლოებით 3.5 წამი სჭირდება. 

ყველგანმავალს შეუძლია ოთხივე საბურავით შემობრუნება, რაც შესანიშნავ მანევრირებას უზრუნველყოფს. ამავდროულად, CrabWalk სისტემა საშუალებას აძლევს მანქანას გადაადგილდეს დიაგონალზე და თავიდან აიცილოს რთული დაბრკოლებები. 

image.jpeg 

ფუნქცია Extract Mode საშუალებას იძლევა პნევმატური დაკიდების სისტემა Adaptive Air Ride Suspension-ის მეშვეობით ავტომობილი აიწიოს 15 სმ სიმაღლეზე რთულად გასავლელი საგზაო მონაკვეთების გადასალახად. 

image.jpeg 

ერთ სრულ დამუხტვაზე გავლილი გზის მარაგი 480 კილომეტრს შეადგენს. ელექტომობილში 800-ვოლტიანი სისტემაა გამოყენებული. გათვალისწინებულია აკუმულატორი Ultium, რომელიც 20 მოდულისგან შედგება. ათწუთიანი დამუხტვა უზრუნველყოფს 160 კილომეტრი მანძილის დაფარვას. 

image.jpeg 

მონაცემთა დაფა წარმოდგენილია 12.3-დუიმიანი დისპლეის ბაზაზე, მულტიმედია ცენტრი კი აღჭურვილია 13.4-დუიმიანი ეკრანით. კამერების UltraVision Surround სისტემა უზრუნველყოფს ხედვის 17 სხვადასხვა რაკურსს. რეალიზებულია ავტოპილოტრების სისტემა SuperCruise. 

image.jpeg 

ყველგანმავლის პირველი ეგზემპლარის, Hummer EV SUV Edition 1-ის ფასი 105595 აშშ დოლარს შეადგენს. მოგვიანებით კი გამოვა მოდიფიკაცია, რომლის ღირებულება 79995 აშშ დოლარი იქნება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.