Jump to content

დისკრეტული ვიდეო დაფა Intel Iris Xe DG1 აღმოჩნდა ოდნავ ნელი Radeon RX 550-თან შედარებით


Recommended Posts

ცნობილმა ინტერნეტ-დეტექტივმა Tum_Apisak-მა გაზიარა დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლის, Intel Iris Xe DG1 ტესტირების პირველი შედეგები. Basemark GPU ტესტის თანახმად ახალ პროდუქტს აქვს წარმადობის დაახლოებით იგივე დონე, როგორც AMD Radeon RX 550 გრაფიკულ ბარათ, რომელიც ბაზარზე ოთხი წლის წინ გამოჩნდა. 

image.jpeg 

ტესტში მონაწილეობდა Asus-ის წარმოების DG1-4G ვიდეო დაფა. მას აქვს Iris Xe Max-ის შემცირებული ვარიანტის GPU, რომლის შემადგენლობაში გამოყენებულია მხოლოდ 80 შემსრულებელი ბლოკი (640 შეიდერული ბირთვი). დაფას აქვს 4 გბ LPDDR4-4266 ვიდეომეხსიერება 128-ბიტიანი სალტით. GPU-ს სიხშირისა და მეხსიერების შესახებ სამწუხაროდ ტესტირებიდან ცნობილი არ გამხდარა.  

შედარებისთვის, ASUS Radeon RX 550 4G მოდელს აქვს 512 შეიდერული ბირთვი საბაზისო 1100 მჰც სიხშირით. დატვირთვისას GPU-ის სიხშირე 1183 მჰც-მდე იზრდება. ამ მოდელს გააჩნია 4 გბ GDDR5 ვიდეოემეხსიერება ეფექტური 7 გჰც სიხშირით, აგრეთვე მხარდაჭერილია 128-ბიტიანი მეხსიერების სალტე. Radeon RX 550 დაფის მეხსიერების თეორიული სიჩქარე 112 გბ/წმ-ს შეადგენს. 

ორივე სისტემა, რომელთა შემადგენლობაში მოხდა ზემოთხსენებული ვიდეო დაფის ტესტირება, მუშაობდნენ ერთსა და იმავე Intel Core i3-10100F პროცესორზე. სხვა სიტყვებით, ორივე ვიდეო დაფას თანაბარი პირობები ჰქონდა ტესტის მსვლელბისას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ Intel Iris Xe DG1 მეტად პრეტენზიულია პლატფორმის არჩევისას: ვიდეო დაფა იმუშავებს მხოლოდ მე-9 და მე-10 თაობის პროცესორებთან Intel B460, H410, B365 და H310C ჩიპსეტების მქონე დედა დაფების შემადგენლობაში. უფრო მეტიც, DG1-ის მუშაობისთვის საჭიროა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა. 

image.png 

Basemark GPU-ის მონაცემებით, ტესტ Vulkan-ში Intel-ის ახალმა დაფამ მოაგროვა 17289 ქულა. Radeon RX 550 დაფის შედეგია 17619 ქულა იმავე ტესტში. ამრიგად, AMD-ის წარმომადგენელი აღმოჩნდა დაახლოებით 1.9%-ით სწრაფი Intel-ის დისკრეტულ ვიდეო დაფასთან შედარებით. Intel DG1 გვევლინება, როგორც საწყისი დონის გრაფიკა და იგი განკუთვნილია OEM-დეველოპერების მზა პერსონალური კომპიუტერებისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.