Jump to content

დასაკეცი სმარტფონი Xiaomi Mi Mix Fold გამოჩნდა სარეკლამო ბანერზე. ცნობილია ძირითადი მახასიათებლები


Recommended Posts

Xiaomi-მ მასშტაბური ღონისძიება გამართა, სადაც წარადგინა სმარტფონები Mi 11 Pro, Mi 11 Ultra, Xiaomi Mi 11i, Mi 11 Lite 4G და Mi 11 Lite 5G, ასევე ფიტნეს სამაჯური Xiaomi Mi Band 6, ახალი როუტერი, დამტენი სადგურები და სხვა მოწყობილობები. რესურს Gizmochina-ს თანახმად, ჩინური კომპანია მალე ასევე წარადგენს თავის პირველ დასაკეც სმარტფონ - Mi Mix Fold. 

image.jpeg 

ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში გამოჩნდა Mi Mix Fold-ის სარეკლამო პოსტერი, რომლის მიხედვით ცნობილი გახდა სამომავლო მოწყობილობის დიზაინი და მთავარი მახასიათებლები. კერძოდ, პოსტერის მიხედვით, სმარტფონს ექნება 8.01-დუიმიანი დასაკეცი ეკრანი 2K გაფართოებითა და 1.1 მლრდ ფერის მხარდაჭერით. მოწყობილობაში გამოყენებულია ფლაგმანური მობილური პლატფორმა Snapdragon 888. 

image.jpeg 

Mi Mix Fold-ის ძირითადი კამერის ბლოკი Xiaomi Mi 10S მოდელში გამოყენებულის ანალოგიურია, რომელიც ახლახანს წარადგინა Xiaomi-მ. ძირითადი სენსორის გაფართოება 108 მეგაპიქსელს შეადგენს. კამერის განსაკუთრებული მახასიათებელია უნიკალური „თხევადი“ ლინზა. მოწყობილობა ასევე ფლობს ხარისხიან 3D-ხმას Harman Kardon-ის ოთხი დინამიკის წყალობით. 

მოსალოდნელია, რომ კომპანია მალე ასევე წარადგენს საკუთარი წარმოების მობილურ ჩიპსეტს Surge, რომლის მახასიათებლები ჯერჯერობით გამოცანად რჩება. სამომავლო ღონისძიებაზე ასევე წარდგენილი იქნება განახლებული ლეპტოპი Mi Notebook Pro, სარეცხი მანქანა Mi Washing Machine ფრონტალური ჩატვირთვის სისტემით, აგრეთვე რობოტი-მტვერსასრუტის ახალი მოდელი Mi Robot. 

Link to comment
Share on other sites

ჩემი აზრით არააქ მომავალი დასაკეც სმარტფონებს, კი გაიყიდება ეგეც მაგრამ არა ისე როგორც ჩვეულებრივი 

მოძრაობაში რაც არის რაღაც პერიოდის მერე ფუჭდება, თან გახსენი დაკეთე ცოტა ისეთი თემაა, ამიტომ კლასიკურ სმარტფონს არაფერი ჯობია მაინც

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.