Jump to content

stZEN უკვე SushiSwap-ზეა: როგორ შეგიძლიათ მიიღოთ ჯილდო stZEN-ის მეშვეობით, + 2,500 აშშ დოლარის გათამაშება!


Recommended Posts

image.png

StakedZEN (stZEN) გახლავთ ERC-20 ტოკენი, შემუშავებული Horizen-ისა და StakeHound-ის პარტნიორობის შედეგად და გამყარებული Horizen-ის ZEN ტოკენით, 1:1-ზე. ამგვარი რამ შესაძლებელი გახდა StakeHound-სა და  Horizen-ს შორის პარტნიორობის შედეგად, რამაც ZEN-ის სტეიკინგი აქცია უფრო მარტივად და ლიკვიდურად კრიპტო ქომიუნითისთვის. აქვე მოვიყვანთ stZEN-ისა და მისი ფუნქციების მოკლე აღწერას: 

stZEN ნებისმიერს ანიჭებს შემდეგ შესაძლებლობებს: 

  1. შეგიძლიათ სტეიკინგისთვის მიიღოთ ჯილდო ავტომატურად, თანხის დაბლოკვის და მინიმალური საჭირო რაოდენობის შეზღუდვის გარეშე.

  1. DeFi ეკოსისტემასთან წვდომა - ფარმინგი, გასესხება, სესხება და კიდევ ბევრი რამ, რითაც შეგიძლიათ მიიღოთ კიდევ უფრო მეტი ჯილდო და შემოსავალი. 

ყველა ზემოთ ჩამოთვლილის ერთდროულად მიღების შეაძლებლობა. 

როგორ მოვიპოვოთ stZEN: 

არსებობს stZEN- ის მიღების რამდენიმე გზა იმის მიხედვით, თუ რა კრიპტოვალუტა ფლობთ. შეგიძლიათ stZEN მიიღოთ ETH-ით, stETH-ით ან ZEN-ით. stZEN-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოძებნოთ მისი კონტრაქტის მისამართი: 0x31b595e7cfdb624d10a3e7a562ed98c3567e3865 

  1. MetaMask საფულეში ჩაშენებული Swap ფუნქციის საშუალებით - უბრალოდ მოძებნეთ STZEN 

  1. ETH-stZEN  პულის მეშვეობით SushiSwap-ზე, მინიმუმის გარეშე; 

  1. stETH-stZEN პულის მეშვეობით SushiSwap-ზე, მინიმუმის გარეშე; 

  1. StakeHound/Altcoinomy KYC Process-ის მეშვეობით, მინიმუმ 1000 CHF-დან. 

stZEN-ის მეშვეობით მეტი სარგებლის მიღების 4 მეთოდი: 

1. ჯილოს მიღება stZEN სტეიკინგით 

ნებისმიერს შეუძლია მიიღოს სტეიკინგის ჯილდო უბრალოდ stZEN-ის ფლობით. მარტივად რომ ვთქვათ, 1 stZEN = 1 ZEN-ის ფლობას. ჯილდოს მიიღებთ ZEN-ის სტეიკინგის ჯილდოს შესაბამისად. ილდოს დარიცხვის სიხშირეც ანალოგიურია. სტეიკინგის ჯილდოს განაწილება მოხდება stZEN ტოკენებში, რომლებიც ავტომატურად გავრცელდება ყველგან, იქ, სადაც ინახავთ stZEN-ს - იქნება ეს MetaMask საფულე თუ SushiSwap-ის პული. არანაირი დამატებითი ქმედებები ან თანხმობები საჭირო არ არის. სურვილის შემთხვევაში ყოველთვი შეძლებთ stZEN გადაცვალოთ ZEN-ზე 1:1-ში ნებისმიერ დროს KYC პროცესის მეშვეობით. 

2. stZEN პულების ლიკვიდურობის უზრუნველყოფა და ტრეიდინგის საკომისიოს მიღება 

სტეიკინგიდან ჯილდოს მიღების პარალელურად, მომხმარებელს ასევე შეუძლია უზრუნველყოს stZEN პულების ლიკვიდურობა და დამატებითი საკომისიო შემოსავალი გამოიმუშაოს. SushiSwap-ზე ლიკვიდურობის პროვაიდერები მიიებენ 0.25%-ს ყველა გარიგებაზე, პულში ავიანთი წილის პროპორციულად. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი მომხმარებელი stZEN პულს უზრუნველყოს ლიკვიდურობით, იგი მიიღებს - 1) ჯილდოს სტეიკინგისთვის, 2) ასევე მიიღებს ტრეიდინგზე საკომისიო სარგებელს. ლიკვიდურობის უზრუნველყოფისას მომხმარებელი მიიღებს LP (Sushi Liquidity Pool - SLP) ტოკენს, რომელიც წარმოადგენს მის წილს პულში. შედეგად მას მიენიჭება პულში ლიკვიდურობის შეტანა-გამოტანის შესაძლებლობა. მას ასევე შეეძლება დაკავდეს კუთვნილი LP ტოკენის farming-ით (იხ. მე-3 პუნქტში). 

3. მარტივად რომ ითქვას, ე.წ. farming-ი არის მომხმარებლის Liquidity Pool (LP tokens) ტოკენების სტეიკინგი მეტი ჯილდოს მიღებისთვის. მისი მიზანია მომხმარებლების წახალისება, რათა მეტი ლიკვიდურობით უზრუნველყონ პულები. SushiSwap-ზე არის ფერმები, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ მოახდინონ LP ტოკენების სტეიკინგი პულების შესაბამისად, რომელთა შემოსავლიანობა ვარირებს. რაც შეეხება stZEN-ს, შესაძლებელია მომხმარებელმა მოახდინოს საკუთარი SLP ტოკენის სტეიკინგი stETH-stZEN Onsen farm-ში, რათა მიიღოს SUSHI ჯილდო. SUSHI ჯილდო - ეს არის SUSHI-ს მართვადი ტოკენები, რომლებითაც მომხმარებლებს შეუძიათ ტრეიდინგი იმ ღია ბაზრებზე, სადაც იგი დარეგისტირებული გახლავთ. 

4. მრავლობითი ჯილდო სტეიკინგისთვის (!!) 

რას წარმოადგენს მულტი-სტეიკინგ ტოკენების პული? ეს არის წყვილი, რომელიც შედგება StakeHound-ის მიერ გამოშვებული ორივე stakedToken-ისგან. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი ჯილდოს მიიებს ორივე stakedToken-იდან - 1) ორივე stToken-ის (კერძოდ კი stZEN და stETH) ფლობით და 2) მულტი-სტეიკინგ პულის ლიკვიდურობის უზრუნველყოფით. მომხმარებლებისთვის რეკომენდებულია ლიკვიდურობის უზრუნველყოფა stETH-stZEN პულზე, რათა მიიღონ კიდევ უფრო მეტი შემოსავალი. ამჟამად ETH 2.0-ისთვის საჭიროა 32 ETH და 18-თვიანი lock-up სტეიკერებისთვის, თუმცა stETH-ის შემთხვევაში აუცილებელი არ არის მინიმალური რაოდენობის ფლობა SushiSwap-იდან შეძენისას. 

ამრიგად, stETH-stZEN ლიკვიდურობის პროვაიდერები მიიღებენ სამ სხვადასხვა ჯილდოს: 

  1. ჯილდო სტეიკინგისთვის (ორივე შემთხვევაში); 

  1. საკომისიო შემოსავალი ტრეიდინგზე (0,25% საკომისიო პულში არსებული ლიკვიდურობის წილის პროპორციულად); 

  1. SUSHI Rewards (SushiSwap-ის მართვადი ტოკენი). 

მაგალითად, თუკი გიორგიმ უნდა უზუნველყოს ლიკვიდურობა stETH-stZEN პულზე, მისი ჯილდოები იქნება შემდეგი: 

  1. stETH ჯილდო სტეიკინგზე 7,87% APY; 

  1. stZEN ჯილდო სტეიკინგზე 8,67% APY (Secure Node); 

  1. საკომისიო შემოსავალი: 0,25% საკომისიო პულში არსებული ლიკვიდურობის წილის პროპორციულად); 

  1. დამატებითი SUSHI ჯილდო: 91,42%-მდე (1 წელი). 

* ჯილდო სტეიკინგზე პერიოდულად ვარირებს, ზემოთ მოცემული რიცხვები შეესაბამება სტატიის წერის დროს არსებულ მაჩვენებლებს. 

ამგვარად შეგიძიათ მიიღოთ მრავლობითი სტეიკინგ-ჯილდო stZEN-ისგან: 

  1. თუ ჯერ არ გაქვთ MetaMask საფულე, მისი შექმნა შეგიძლიათ აქ: https://bit.ly/3frVicz 

  1. საფულის შექმნის შემდეგ საჭიროა იყიდოთ ცოტა stETH SushiSwap-ზე: https://bit.ly/39mzdbN 

  1. ასევე უნდა შეიძინოთ stZEN ახლახანს მიღებული stETH-იდან, ან stZEN - ZEN KYC პროცესით: https://bit.ly/2QU551b 

  1. შემდეგ უზრუნველყოთ ლიკვიდურობა stETH-stZEN პულზე: https://bit.ly/3fDtEtB 

  1. და ბოლოს, მოახდინოთ თქვენი SLP-ს სტეიკინგი აქ: https://bit.ly/3cAnsAE 

ბონუსი: 2500 აშშ დოლარის გათამაშება! 

Horizen-ის გუნდმა ასევე დაიწყო 2500 აშშ დოლარის გათამაშება stZEN-ის მხარდამჭერებს შორის, რომელში მონაწილეობაც მეტად მარტიია. მომხმარებელს მოეთხოვება, რომ შეიძინოს მინიმუმ 10 stZEN 8 მაისამდე და საფულეში ფლობდეს მას 30 დღის განმავლობაში.  

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

  • Magdalena changed the title to stZEN უკვე SushiSwap-ზეა: როგორ შეგიძლიათ მიიღოთ ჯილდო stZEN-ის მეშვეობით, + 2,500 აშშ დოლარის გათამაშება!

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.