Jump to content

Bitcoin-ის მსხვილი მფლობელების რიცხვმა კლება დაიწყო


Recommended Posts

image.jpeg

ფასების ზრდის ფონზე მსხვილმა Bitcoin-ინვესტორებმა გაყიდეს საკუთარი აქტივების ნაწილი. ეს ინფორმაცია ადასტურებს იმ ბოლოდროინდელ ცნობებს, რომ საცალო ვაჭრობა ბაზრის მხარდაჭერის ძირითადი ფაქტორია. 

Glassnode-ის ცნობით, 8 თებერვლიდან 1000-ზე მეტი BTC-ის შემცველი უნიკალური მისამართების რიცხვი 8%-ზე მეტად შემცირდა. 

„კრიპტო ვეშაპები აქციებს ყიდიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბულრანი დამთავრდა. ეს ნიშნავს, რომ ხდება მოგების ფიქსაცია“ - თვლის ბაზრის ანალიტიკოსი ლარკ დევისი. 

ბოლო მონაცემებით, ამჟამად ჯამში 2275 მისამართია არანაკლებ 1000 BTC-ის ბალანსით, რაც 200-ით ნაკლებია 8 თებერვლის რეკორდულ მაჩვენებელთან (2488 მისამართი) შედარებით. 

ერთ ადამიანს ან ბირჟას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე მისამართი, რაც გარკვეულ ეჭვს ტოვებს არსებული ციფრების შესახებ. შესაძლოა მისამართების რაოდენობის ზრდა ან შემცირება სულაც არ ნიშნავდეს მსხვილი ინვესტორების ეკვივალენტურ შემოდინებას ან გადინებას. 

მსხვილი ინვესტორების მხრიდან მსყიდველობითი წნეხის შესუსტება შესაძლოა შეესაბამებოდეს ბაზრის სხვა ინდიკატორებს, მაგალითად ეგრეთწოდებული „Coinbase-ის პრემიების“ შემცირება თეორიულად მიუთითებს ინსტიტუციური მოთხოვნის შემცირებაზე. თუმცა, ბოლო 5-6 კვირის განმავლობაში Bitcoin-ზ მოთხოვნა მაღალ დონეზე რჩება საცალო ინვესტორების რაოდენობის ზრდის წყალობით. 

”იანვრის დასაწყისიდან ფასი ძირითადად ინვესტორებს ეკავათ, რასაც მიუთითებს Binance-ზე  რეგისტრაციების ხუთჯერ სიმრავლე Coinbase-თან შედარებით,” - მოცემულია Glassnode-ის  თებერვლის ანგარიშში. 

კრიპტო ვეშაპების ჩამონათვალი იზრდებოდა 2020 წლის მაისიდან 2021 წლის თებერვლამდე პერიოდში, რადგან ისინი აქტიურად აგროვებდნენ კრიპტოვალუტას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.