Jump to content

Apple-მა შესაძლოა Tesla-ს გაუსწროს უფრო მაღალი წარმადობის ნეირონული პროცესორისა და 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ხარჯზე


Magdalena

Recommended Posts

დღესდღეობით Tesla ითვლება ელექტრომობილების ბაზრის ლიდერად. 2020 წლის წარმატებებმა კომპანიას საშუალება მისცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდი გამხდარიყო, ხოლო აქციების ფასის რეკორდულმა ზრდამ ლონ მასკი პლანეტის უმდიდრეს ადამიანად აქცია. საინტერესოა ის, რომ ვითარება ჯერ შორს არის მასკის საბოლოო ოცნებისგან, რადგან ის ირწმუნება, რომ კომპანიის ღირებულება კიდევ გაიზრდება და მალე Apple-საც კი გადააჭარბებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ კომპანიასთან შედარება ასე უბრალოდ არ მომხდარა. 

image.jpeg 

Tesla-ს ელექტრომობილების „გულს“ წარმოადგენს მოწინაე ნეირონული ჩიპი HW 3.0, რომელიც ილონ მასკს საფუძველს აძლევს ისაუბროს სრულად ავტონომიურ მართვის სისტემაზე მალე გადასვლის შესახებ. პროცესორის ჯამური სიმძლავრე 74 მილიონი TOPS-ის ტოლია, ცენტრალურ პროცესორთან ერთად იგი უზრუნველყოფს 1.2 ტერაფლოპსს. ამასთან ნეიროჩიპი და CPU ტანდემში მუშაობენ, ავსებენ და ამოწმებენ ერთმანეთ, რაც ამაღლებს სისტემის სტაბილურობის დონეს. HW 3.0 შეიცავს 6 მილიარდ ტრანზისტორს და დამზადებულია Samsung-ის 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Apple-მა შესაძლოა გამოიყენოს ახალი M1 ჩიპის უპირატესობა საკუთარი ელექტრომობილის შექმნისას. შედარებისთვის, М1 რამდენჯერმე მძლავრია და დამზადებულია 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. იგი გაცილებით ენერგოეფექტური და სწრაფია, შესაბამისად შეუძლია ეასრულოს იგივე ბრძანებები უფრო ნაკლებ დროში, რაც ხელოვნურ ინტელექტს საშუალებას მისცემს მიიღოს საკვანძო გადაწყვეტილებები, რომლებიც აუცილებელია მძღოლის უსაფრთხოებისთვის. 

image.png 

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ M1 პროცესორის უპირატესობის მიუხედავად Apple ახლო მომავალში ვერ შეძლებს Tesla-ს უკან ჩამოტოვებას. მთავარი პრობლემა იქნება მონაცემთა უზარმაზარი რაოდენობა, რომელსაც მანქანათმშენებელი კომპანია ყოველდღიურად იღებს. მრავალი წლის განმავლობაში Tesla-ს ელექტრომობილებმა მილიარდობით კილომეტრი გაიარეს, მაგრა ჯერ კიდევ შეუძლებელია შეიქმნას სრულფასოვანი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მართვას საკუთარ თავზე აიღებს. აქვე უნდა გავიხსენოთ მილიარდობით აქტიური iPhone მომხმარებლების ხელში, რომელთაც შეუძლიათ რამდენიმე თვის განმავლობაში Apple-ის ინჟნრებს მიაწოდონ საკმარისი რაოდენობის საჭირო ინფორმაცია. ამასთან, არსებობს ინფორმაცია, რომ Samsung ემზადება Tesla-სთვის ახალი 5-ნანომეტრიანი ჩიპეის გამოსაშვებად, რაც შეამცირებს სხვაობას HW 3.0-სა და М1-ს შორის.  

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მოსაზრებები კვლავ ჰიპოთეტურად ითვლება. ფაქტია, რომ Apple-ს ნამდვილად აქვს საკუთარი წარმოების მანქანის გამოშვების გეგმა, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს პარტნიორისა და პლატფორმის მკაფიო ხედვა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სასურველი მანქანის საფუძველი უნდა გახდეს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.