Jump to content

Goldman Sachs-მა განაცხადი შეიტანა საინვესტიციო Bitcoin-პროდუქტის გამოშვების შესახებ


Recommended Posts

image.jpeg

მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა ბანკმა Goldman Sachs-მა აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიაში შეიტანა განცხადება საინვესტიციო პროდუქტის გამოშვების შესახებ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომხმარებლების Bitcoin-ზე წვდომა. 

განაცხადში აღწერილია საკრედიტო ნოტა, რომელიც წარმოადგენს ფასიან ქაღლადთან ან ფასიანი ქაღალდების კალათთან მიბმულ, მოგების მომტან პროდუქტს. ასევე აღნიშნულია, რომ ინვესტორებს ინოვაციებზე ეძლევათ წვდომა. 

საკრედიტო ნოტა იკვლევს ბირჟაზე მოვაჭრე ფონდ ARK Innovation-ს, რომელიც ინვესტირებას ახდენს Grayscale Bitcoin Investment Trust-ში, აქედან გამომდინარე ინვესტორები წვდომას მიიღებენ უმსხვილეს ციფრულ აქტივზე, თუმცა არაპირდაპირი გზით. 

Bitcoin-ETF, რომელიც ინვესტორებს საშუალებას მისცემს შეიძინონ ციფრული აქტივი აქციებით - აშშ-ში ჯერჯერობით არ არსებობს. ბევრმა კომპანიამ სცადა მსგავსი პროდუქტის გამოშვება, თუმცა SEC-მა უარყო ყველა განაცხადი და მიზეზად დაასახელა Bitcoin-ბაზარზე არსებული მანიპულაციები. 

ადრე ბანკი სკეპტიკურად უყურებდა Bitcoin-ს. გასულ წელს იგი უარყოფდა, რომ Bitcoin -ი აქტივების კლასია. მაგრამ ახლა აზრი შეიცვალა და Bitcoin-ფიუჩერსებით ვაჭრობის დაწყებაც კი გამოაცხადა. 

„ამ პროდუქტში ბევრი სხვადასხვა ნაწილია, თუმცა ყველა არ არის დაკავშირებული ARK-ის ფასის ცვლილებასთან, სწორედ აქედან მოდის სიტყვა ETF“ - აღნიშნავენ ანალიტიკოსები. 

ETF-ს შეუძლია არაპირდაპირი გზით უზრუნველყოს კრიპტოვალუტებზე, მაგალითად Bitcoin-ზე  წვდომა ნდობის ტრასტებში ინვესტირების შედეგად. ETF-ის დამოკიდებულება კრიპტოვალუტებზე დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს და, შესაბამისად, ამგვარი დამოკიდებულება ყოველთვის ვერ იქნება წარმოდგენილი ETF-პორტფელში“ - ნათქვამია განაცხადში. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.