Jump to content

Intel დახარჯავს 20 მლრდ აშშ დოლარს აშშ-ში ორი ქარხნის აშენებისთვის და შეარჩევს ადგილს ევროპული საწარმოსთვის


Recommended Posts

აღმასრულებელმა დირექტორმა Patrick Gelsinger-მა წარმოადგინა პრეზენტაცია ტექნოლოგიის სფეროში მომდევნო წლების განმავლობაში კომპანიის სტრატეგიის შესახებ. მიმდინარე წელს არიზონაში ორი ახალი საწარმოს მშენებლობისთვის 20 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა, ხოლო მომავალი წლის ბოლოს Intel განსაზღვრავს ახალი საწარმოების მშენებლობის ადგილებს შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. 

image.jpeg 

Intel ფსონს დებს მოწინავე ტექნოპროცესებზე, როდესაც საქმე ეხება ახალი საწარმოების მშენებლობას. უფრო მეტიც, კომპანია დაიწყებს გარე მომხმარებლების აქტიურად მოზიდვას საკუთარ კონვეირზე, მათ შორის იქნება ARM-სა და RISC-თავსებადი პროცესორების მწარმოებლები. ჯერჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, კომპანიის ხელმღვანელი ჯერ მზად არაა დაასახელოს კონკრეტული დამკვეთები, თუმცა სავარაუდოდ ესენი იქნება Amazon, Cisco, Qualcomm და Microsoft. თავად Gelsinger-მა ამ კონტექსტში ახსენა მხოლოდ Apple. 

გაღრმავდება IBM-თან თანამშრომლობა ახალი ტექნოპროცესებისა და მიკროსქემების აწყობის სფეროებში. Intel ასევე მზადაა საკუთარი ტექნოლოგიები და არქიტექტურა მიაწოდოს მომხმარებლებს სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე. კომპანია მზად არის შეერთებულ შტატებში ახალი ქარხნები ააშენოს, მიუხედავად სახელმწიფო სუბსიდიების არსებობის ან არარსებობისა. როგორც Gelsinger-მა აღნიშნა, ნახევრადგამტარ კომპონენტებზე დეფიციტი კიდევ ორიოდე წელი გაგრძელდება - ამ ვდის ბოლოს კომპანიას ექნება ახალი საწარმოები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც გარე მომხმარებლებს მოემსახურება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.