Magdalena Posted March 25, 2021 Share Posted March 25, 2021 უახლოეს თვეებში კომპანია Sony აპირებს წაახალისოს პოტენციური მყიდველები ახალი ტექნიკის შესაძენად. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია შეწყვეტს PlayStation Store-ზე PlayStation 3-ს, PlayStation Portable-სა და PlayStation Vita-ს მხარდაჭერას. ძველი თამაშების მოყვარულებს მიეცათ რეკომენდაცია - ჩამოტვირთონ კონტენტი ან შეიძინონ დისკები. თამაშების ჩატვირთვის შესაძლებლობას პირველ რიგში გამოეთხოვება PlayStation 3 და PlayStation Portable – 2 ივლისიდან შეწყდება ამ ტიპის კონსოლების მხარდაჭერა. გაცილებით ახალი PlayStation Vita-ს მხარდაჭერა გაგრძელდება ზაფხულის ბოლომდე - მას მაღაზიიდან გათიშავენ 27 აგვისტოს. PlayStation Portable პირველად იაპონიაში გამოჩნდა 2004 წლის დეკემბერში, მომდევნო წელს კი გაყიდვები დაიწყო რეგიონალურ ბაზრებზე. ეს იყო Sony-ს პირველი „ჯიბის“ კონსოლი, რომელიც კონკურენციას უწევდა იმ დროს პოპულარულ Nintendo DS-ს. Sony-ს მოდელმა დიდი წარმატება მოიპოვა. საერთო ჯამში, ექსპერტების აზრით, გაიყიდა 80-82 მილიონი ეგზემპლარი, ოფიციალურად კი - 76.4 მლნ 2012 წლის მარტამდე, თუმცა ისიც ცნობილია, რომ გაყიდვები გარკვეული პერიოდის განმავლობაში კიდევ გაგრძელდა. PlayStation 3 გამოვიდა 2006 წლის ნოემბერში იაპონიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. გაყიდვების არც ისე კარგად დაწყების მიუხედავად საერთო ჯამში 2017 წლის მარტისთვის 87.4 მილიონი კონსოლი გაიყიდა - ოდნავ მეტი, ვიდრე Microsoft Xbox 360. სამიდან ყველაზე ახალი, მაგრამ ნაკლებად წარმატებული არის PlayStation Vita. იგი 2011 წელს გამოვიდა იაპონიაში და 2012 წელს - დანარჩენ მსოფლიოში. ეს სიახლე, რომელიც შეიქმნა PS Portable-ს შესაცვლელად, იმდენად ცუდად იყიდებოდა, რომ მწარმოებელმა 2012 წელს შეწყვიტა გადაზიდვების შესახებ მონაცემების გამოქვეყნება. ზოგიერთი ცნობით, კონსოლის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 16 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. http://bit.ly/316lDEZ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.