Jump to content

Apple 2 მლნ აშშ დოლარით დაჯარიმდა iPhone 12-ის დამტენი მოწყობილობის გარეშე გაყიდვის გამო


Magdalena

Recommended Posts

image.jpeg

ბრაზილიის შტატი სან-პაულუ უკმაყოფილოა იმით, რომ Apple არ ყიდის კვების ადაპტერს iPhone 12-თან ერთად. მომხმარებელა უფლებების დაცვის სააგენტო Procon-SP-მ კომპანიას დაუწესა 1.92 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა დამტენი მოწყობილობების არარსებობის გამო. სააგენტოს აზრით, Apple-ს ეს ნაბიჯი არღვევს ქვეყნის მომხმარებელთა უფლებების კოდექსს. 

Procon-SP-მ Apple-ს სავარაუდო დარღვევის შესახებ დეკემბერში შეატყობინა, რაზეც მან განაცხადა, რომ ამგვარი მიდგომა შეამცირებს CO2-ის გამოყოფას და იშვიათი წიაღისეულის მოპოვებას. აღინიშნა, რომ ბევრ მომხმარებელს უკვე აქვს სათადარიგო დამტენი, თუმცა  სააგენტო აშკარად არ დაკმაყოფილდა ამ პასუხით. დაწესდა ჯარიმა და სააგენტოს აღმასრულებემა დირექტორმა ფერნანდო კაპესმა Apple-ს მოუწოდა, რომ აუცილებელია დაიცვას ბრაზილიის კანონმდებლობა. 

Apple-ისთვის დაწესებული ჯარიმა შედარებით მცირეა და არ დააზარალებს მის ფინანსებს. ამასთან, Apple-ს შესაძლოა სხვა არჩევანი არ ჰქონდეს გარდა დათმობისა, თუკი სურს გააგრძელოს iPhone-ების გაყიდვა ბრაზილიაში. სხვა კომპანიები უკვე დაემორჩილნენ Procon-SP-ის ზეწოლას. მაგალითად, Samsung-მა დადო შეთანხმება Procon-SP-სთან, რომლის თანახმად Galaxy S21-ის წინასწარი შეკვეთისას ხორციელდება დამტენის საჩუქრად მიწოდება. ბრაზილია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სატელეფონო ბაზარია და კომპანიებ, რომლებიც არღვევენ ქვეყნის წესებს, ამ დიდი ბაზრის დაკარგვ ემუქრებ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.