Jump to content

AMD გახდა TSMC-ის 7-ნანომეტრიანი პროდუქციის უმსხვილესი დამკვეთი მიმდინარე წელს


Recommended Posts

Epyc Milan პროცესორების გამოშვებით კომპანია AMD-მ კიდევ ერთხელ გააფართოვა საკუთარი დომინანტობა სერვერების ბაზარზე - იგი გვთავაზობს საუკეთესო წარმადობას გაცილებით დაბალ ფასად ნებისმიერ საფასო კატეგორიაში და ნებისმიერი სამუშაო დატვირთვისთვის. 2020 წლის ბოლოს AMD-ის სერვერული პროცესორების წილი თითქმის 10%-ით გაიზარდა, რამაც ბოლო მოუღო Intel-ის მონოპოლიას მონაცემთა დამუშავებისთვის განკუთვნილი პროცესორების ბაზარზე. 

image.png 

ახლახანს გამოსულ Milan-სერიის პროცესორებს აქვს იგივე Zen 3 ბირთვების არქიტექტურა, რაც Ryzen 5000 სერიის სამომხმარებლო პროცესორებს, რაც AMD-ს საშუალებას აძლევს უზურნველყოს მაღალი ერთნაკადიანი წარმადობა სერვერების სამუშაო დატვირთვისას. 2021 წლის ბოლოსთვის კომპანია ელის, რომ ოთხასზე მე ქლაუდ-სერვისში, რომელთა შორისაა Dell, HPC, Tencent, Microsoft, Google, Lenovo და სხვები, დანერგილი იქნება მე-3 თაობის Epyc პროცესორები 100-ზე მეტ პლატფორმაზე. 

მჟამად ნახევრადგამტარი წარმოების ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა მიკროჩიპების შეზღუდული შემოთავაზება. ამ მიმართულებით AMD-მ TSMC-ის 7-ნანომეტრიანი პროდუქციის შეკვეთა გაზარდა წლიური გათვლით 80%-ით, გაუსწრო Apple-ს და გახდა ხსენებული კომპანიის 7-ნანომეტრიანი პროდუქციის უმსხვილესი მომხმარებელი. Zen 4 ბირთვების ბაზაზე არსებული სამომავლო პროცესორები გამოვა 2023 წელს და მათში გამოყენებული იქნება 5-ნანომეტრიანი EUV ტექნოპროცესი, რაც უზრუნველყოფს წარმადობის უპრცედენტო ზრდას ბაზრის ყველა სეგმენტში. 

მიკროჩიპების წარმოებისას გამოყენებული უფრო და უფრო თხელი ტექნოპროცესების წყალობით, დიდი ალბათობით, ასევე მიღწეული იქნება ბირთვების რაოდენობის მატება სერვერულ სეგმენტში. ზოგიერთი წყაროს მოსაზრებით, მე-4 თაობის (Genoa) პროცესორებში არსებული ბირთვების რაოდენობის ზედა ზღვარი 96 იქნება. ჯერ უცნობია, გაიზრდება თუ არა ბირთვების რიცხვი სამომხმარებლო პროცესორების შემადგენლობაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ Intel-ის მე-12 თაობის Alder Lake ჰიბრიდულ პროცესორებში მოცემულია 16 ჰეტეროგენული ბირთვი, შესაძლოა AMD-მ გადაწყვიტოს 24 ერთეულამდე ბირთვის შემოავაზება Ryzen-ის ტოპ ვერსიებში. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ერთადერთი არგუმენტი ეგღა შერჩათ intel-ს fanboy-ებს რომ სერვერებზეო ბევრად დიდი market share აქო. იმდენს კი ვერ ხვდებიან რომ ეგ მარკეტი ყველაზე ნელა განვითარებადია მაგ საკითხში. აგერ დესკტოპზე AMD-მ გადაასწრო უკვე, რადგან ფაქტობრივად ყველაფერში აჯობა უკვე intel-ს. არავინ შეცვლის ყოველ წელს ან ყოველ მეორე წელს სერვერზე პროცესორებს, საუბარია მილიონობით პროცესორზე. თუმცა სერვერებისთვის ეგ ზრდა რაც AMD-მ დადო საოცრად სწრაფია. როგორც დღეს არის ისევე თუ გაგრძელდება სიტუაცია ასე 2025-სთვის შეიძლება უკვე AMD-ს გაცილებით მეტი market share ქონდეს ვიდრე intel-ს. შესაძლოა კიდევ უფრო მალე მოხდეს ეს თუ ასეთი კოლოსალური სხვაობა იქნა შენარჩუნებული. ერთი AMD-ს ტოპ პროცესორს 64/128 core/thread-იანს ადარებენ 2 ცალ xeon-ს ერთდროულად და ჯობია ხოლმე AMD, მითუმეტეს რომ ფასით ლამის 2-ჯერ ნაკლები ჯდება.

intel-ს 14 nm და გინდა 10 ეხლა ბოლოს ძლივს ძლივობით რომ გამოუშვეს არაფრად ვარგა მაგდენ ბირთვიანი პროცესორის გამოსაშვებად 28-ზე არიან ეხლა სერვერებისთვის ცალკეულ პროცესორებში. ენერგომოხმარების მხრივ არიან ძალიან ცუდ პოზიციაში, ბევრად მეტი ენერგია უნდათ და ბევრად უფრო დუხოვკებია ინტელები, თორემ ამდენხანს გამოუშვებდნენ მაგ epyc-ების შესაბამის პროცესორებს. ამჟამად ინტელს ეგ უბრალოდ არ შეუძლია, მომავალში ვნახოთ.

Link to comment
Share on other sites

კარქია კონკურენცია მაგრამ ამდ რო გავა მომგებიან პოზიციაზე ბაზრის წილის მიხედვით მერე ეგეც დაიწყებს ტრაკის თამაშს რა შეუშლის ხელს. აი ამ შუალედში თუ ვისარგებლებთ ჩვეულებრივი ხალხი სანამ ძიძგილაობენ თორე მონოპოლია არანაირად არ გვაწყობს.

სერვერის წილს რაც შეეხება კომპანიები ასე არ მუშაობენ ყოველ კვრატალში ცვალონ სისტემები იმის მიხედვით ვინაა კარგი. წინასწარვე ექნებათ რამდენიმეწლიანი კონტრაქტი იგივე ინტელთან სისტემების მიწიოდებაზე და ასე უბრალოდ ვერ გადავლენ ამდ-ზე. რაღაც გონივრული ვადაც გავა და მერე ვნახოთ. არამგონია ვინმეს უნდოდეს ინტელი დღეის მონაცემებით. დიდ გამოთვლით ცენტრებში და ზოგადად კომპანიებში ფანობაზე ლაპარაკი ზედმეტია. რომელიც საქმეს უკეთ გააკეთებს იმას აიღებენ რათქმაუნდა. ასე რომ ეგ სერვერების ბაზრის წილი ჯერ კიდე რომ ინტელს უჭირავს დროებითია რა

Link to comment
Share on other sites

ერთადერთი ეგ ვირტუალური ბაზრის წილი რაც ამ საიტზე იდება არ ყოფილა ზუსტი:

https://www.cpubenchmark.net/market_share.html

 ეგ ნაანგარიშებია მარტო დაბენიჩილი პროცესორების რაოდენობის მიხედვით, აი ამ ბაზრის წილის ჯერავს ბევრს, ეგ არისო უფრო რეალობასთან ახლოს და ყველანაირ დასტავკებს ითვალისწინებს :

https://hexus.net/business/news/components/147376-mercury-research-sees-resurgent-intel-cpu-market-share/

ბენჩმარკებს საერთოდ არ ითვალისწინებენ მაგ გამოკვლევაში, ორივე კანტორის ჯამური მოგების და დასტავკების მიხედვით ანგარიშობენ მანდ ყველაფერს, ამიტომ არც ეგ მეინსტრიმ სექტორში დაბენჩილი პროცესორებია სწორი დესკტოპზე რაც ფიქსირდება პირველ საიტზე და არც ის რომ მარტო 1.8% ფლობს ამდ სერვერების ბაზრის წილს მანდვე, რახან ეგ სხვაობა უკვე მონოპოლიაც აღარაა, სხვა რაღაა ქვია მაგას, მეორე უფრო რეალური ჩანს ბოლო ამდ მიღწევებს თუ გავითვალისწინებთ, მაგრამ ეგ აბიომები ამ ეტაპზე აღარაა საკმარისი, ჩანს რომ უჭირთ უკვე 5000 სერიაზე საკმარისი რაოდენობით პროცესორების გამოშვება, ეგ პრობლემა ინტელსაც ქონდა მაგრამ გაზარდეს აბიომები და დეფიციტი ამ ეტაპზე აღარაა უკვე ინტელებზე, 10 ნანომეტრიანზე კი გადადიან ნელ-ნელა უკვე, ადრე არც მაგის თავი არ ქონდათ, მაგ ორს თუ შევადარებთ კარგათ, მარტო მობილური პროცესორების ბაზრის წილი ემთხვევა საკმაოთ, დანარჩენი არა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.