Magdalena Posted March 20, 2021 Share Posted March 20, 2021 მაინინგზე სპეციალიზებული ერთ-ერთი ვიდეო დაფა NVIDIA CMP 30HX არაბულ რითეილერ Microless-ის ასორტმენტში გამოჩნდა. დუბაიში მოქმედმა სავაჭრო ობიექტმა Palit-ის მიერ წარმოებული ვერსია 724 აშშ დოლარად შეაფასა. ვიდეო დაფა დაფუძნებულია NVIDIA CMP-ის (Cryptocurrency Mining Processor) ერთ-ერთ პროცესორზე. ამ სპეციალიზებული გრაფიკული ამაჩქარებლების დანიშნულებაა GeForce გეიმინგ ვიდეო დაფებიდან გადაიტანოს მაინერების ყურადღება. Palit GeForce CMP 30HX (NE630HX017J9-1160X) მოდელის GPU-ის საბაზისო სიხშირეა 1530 მჰც, დატვირთვის ქვეშ შესაძლებელია მისი გაზრდა 1785 მჰც-მდე. ეს მახასიათებლები შეესაბამება Palit GeForce GTX 1660 Super GP გეიმინგ ვიდეო დაფის შესაძლებლობებს. რითეილერი არ ასახელებს NVIDIA CMP 30HX მოდელის შემადგენლობაში არსებული CUDA ბირთვების რაოდენობას, თუმცა სავარაუდოდ მათი რიცხვია 1408, რადგანაც იგი დამყარებულია იმავე TU116 (Turing) ჩიპზე, რომელზეც GeForce GTX 1660 Super. Palit GeForce CMP 30HX დაფას ისევე, როგორც გრაფიკული ამაჩქარებლის გეიმინგ-ვერსიას, აქვს 6 გბ GDDR6 ვიდეომეხსიერება 192-ბიტიანი სალტით, რომელიც მუშაობს ეფექტურ 14 გჰც სიხშირეზე. შედეგად ვიდეო დაფის მეხსიერება უზრუნველყოფს 336 გბ/წმ-მდე სიჩქარეს. იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული დაფა განკუთვნილია მხოლოდ მაინინგისთვის, მას არ გააჩნია არანაირი გარე ვიდეოინტერფეისი. TDP-ის დონე 125 ვატს შეადგენს. გრაფიკული ამაჩქარებლისთვის დამატებითი კვების მიწოდებას უზრუნველყოფს ერთი 8-პინიანი კონექტორი. ამაჩქარებელი მზადაა უზრუნველყოს კრიპტოვალუტა Ethereum-ის მოპოვების ეფექტურობა 26 მჰეშ/წმ დონეზე. უნდა აღინიშნოს, რომ არაბთა გაერთიანებულ ემირატებში პროდუქტის საფასური შეიცავს 5%-იან დღგს. შესაბამისად, მოსაკრებლის გარეშე Palit GeForce CMP 30HX დაფის ღირებულება შეადგენს 689.37 აშშ დოლარს. http://bit.ly/3eOHTLp Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted March 20, 2021 Share Posted March 20, 2021 ძალიან ძვირი ფასი ადევს 125 ვატიანისთვის, ჩემი GTX 1080 2016 წლის მაისში გამოსული ჭამს 130 ვატამდე და 34მჰ/სეკ მუშაობს ეთერეუმის ალგოზე, ეგ თან არც ითვლება ძალზე ბევრათ უკვე, იგივე 3060 ბეტა დრაივერით შეუძლია 50მჰ/სეკ მუშაობაო, ეგეც ვინ იყიდის 700$ მაგ ფასში, იმას გაყიდი მაინც მერე გეიმინგისთვის მშვენიერი იქნება, 3060Ti შეიძლება შეძლო მაგ ფასათ ყიდვა, ჩვენთან თუ არა შტატებში, ადვილი არაა მაგრამ მაინც, ეგ კი 26 კი არა და 60მჰ/სეკ მუშაობს უკვე და 130 ვატზე თან, ამდ ანალოგიც ეგეთივე ძვირი და დაბალი ჰეშრეიტით თუ იქნება არც მაგას ექნება დიდი სპროსი ალბათ, თუმცა ეხლა ყველაფერს იღებენ დეფიციტის გამო მაინერები, ნო ზოგიერთები, მე არაფერში მაწყობს მაგ ფასათ კარტების ყიდვა, ისევ ტრეიდინგი მირჩევნია მასეთ ფასებში კარტების შესყიდვას Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.