Jump to content

Intel-მა ოფიციალურად წარადგინა Rocket Lake: ცნობილია მოდელები, წარმადობა და ფასები


Recommended Posts

Intel-მა წარადგინა მე-11 თაობის Core პროცესორების სერია, სახელწოდებით Rocket Lake-S. უფროსი მოდელია რვაბირთვიანი Core i9-11900K, რომელიც გვევლინება, როგორც ახალი საუკეთესო ჩიპი გეიმინგ სისტემებისთვის, რაც განპირობებულია გაუმჯობესებული არქიტექტურია და 5.3 გჰც ტაქტის სიხშირით. 

image.jpeg 

Rocket Lake-S სერიის პროცესორების მთავარი სიახლეა პროცესორის ბირთვების ახალი მიკროარქიტექტურა Cypress Cove. ეს გახლავთ Sunny Cove-ის მონაესავე არქიტექტურა, რომელიც დამზადებუია 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, თუმცა შეუძლია უზრუნველყოს IPC წარმადობის 19%-იანი ზრდა გასული თაობის დესკტოპ პროცესორებთან შედარებით. Rocket Lake-S სერიაში რეალიზებული სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებია - ახალი გრაფიკული ბირთვი Intel UHD Xe-არქიტექტურით, რომელიც უზრუნველყოფს ინტეგრირებული გრაფიკის წარმადობის ზრდას 50%-ით დესკტოპ სეგმენტში. ამასთან ერთად, ახალ გრაფიკას აქვს დამატებითი მედიაფორმატების 10-ბიტიანი AV1 და 12-ბიტიანი HEVC მხარდაჭერა, აგრეთვე HDMI 2.0-თან მუშაობის შესაძლებლობა. 

image.png 

მე-11 თაობის Core დესკტოპ-პროცესორების სხვა გაუმჯობესებაზე საუბრისას Intel-ი ხაზს უსვამს Intel Deep Learning Boost ტექნოლოგიისა და ვექტორული ინსტრუქცია AVX-512 VNNI-ს (Vector Neural Network Instructions) მხარდაჭერას, რაც უზურნველყოფს იმ აპლიკაციების მუშაობის დაჩქარებას, რომლებშიც გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ალგორითმები. 

კიდევ ერთი მომენტი, რომელზეც Intel-ი ყურადღებას ამახვილებს ოფიციალურ მასალებში - ეს არის აჩქარების გაფართოებული შესაძლებლობები ახალი ოვერქლოქინგ-ინსტრუმენტების დამატებით. მათ შორისაა: მეხსიერების სიხშირის ცვლილების შესაძლებლობა Windows-იდან სისტემის გადატვირთვის გარეშე; მეხსიერების აჩქარების ხელმისაწვდომობა H570 და B560 ჩიპსეტზე არსებულ ბიუჯეტური დედა დაფების მქონე სისტემებში; ძაბვის დამოუკიდებელი რეგულირების შესაძლებლობა AVX2 და AVX-512 ინსტრუქციებთან მუშაობისას, აგრეთვე პროცესორში AVX-ის სრულად გათიშვის საშუალება. გარდა ამ ყველაფრისა, Rocket Lake-S პროცესორებში გამოყენებულია მეხსიერების ახალი კონტროლერი თაიმინგის გაფართოებული პარამეტრებითა და დამატებითი Gear 2 რეჟიმით ასინქრონული აჩქარებისთვის, რომელიც საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას DDR4-ის გაცილებით მაღალი სიხშირეები. 

image.png 

Rocket Lake-S პროცესორები ოფიციალურად თავსებადი იქნება DDR4-3200 SDRAM-თან. ამას გარდა, მათში გამოჩნდება PCI Express 4.0 ინტერფეისის მხარდაჭერა, თანაც ხაზების რიცხვი ოცამდე გაიზრდება, რაც მფლობელს საშუალებას მისცემს დააკავშიროს CPU არა მხოლოდ გრაფიკულ ბარათთან, არამედ NVMe დისკთანაც (500-სერიის ჩიპსეტზე არსებულ დაფაზე). 

Intel-მა გააზიარა დამატებითი ინფორმაცია Rocket Lake-S სერიის ფლაგმანური რვაბირთვიანი Core i9-11900K ჩიპის წარმადობის შესახებ. შიდა ტესტების თანახმად ეს პროცესორი უზრუნველყოფს Core i9-10900K-სთან შედარებით დაახლოებით 11%-იან უპირატესობას თამაშებში და მნიშნელოვან უპირატესობას აჩვენებს Ryzen 9 5900X-ზე (Full HD გაფართოებაზე, GeForce RTX 3080 დაფით). 

image.png 

image.png 

Intel-მა ასევე გაასაჯაროვა ხსენებული სერიის პროცესორების მოდელები და მათი სარეკომენდაციო ფასები. Rocket Lake-S პროცესორებს ექნება 8 ან 6 ბირთვი და გაიყიდება Core i9, Core i7 და Core i5 სერიებში. ახალი მოდელების ფასები ოდნავ მაღალია ამჟამინდელ Comet Lake-თან შედარებით. უფროსი მოდელი Core i9-11900K გაიყიდება 539 აშშ დოლარად (შედარებისთვის, Core i9-10900K-ის სარეკომენდაციო ფასია 499 $), რვაბირთვიანი Core i7-11700KF მოდელის ფასი იქნება 374 $ (Core i7-10700K ღირს 359 $), უმცროსი ექვსბირთვიანი Core i5-11400F მოდელის ფასი კი იქნება 157 $ ისევე, როგორც Core i5-10400F ჩიპის შემთხვევაში. 

image.png 

image.png 

Intel-მა ასევე განაახლა Core i3 და Pentium პროცესორების სერია - ისინი ახლა უკვე ხელმისაწვდომი იქნება წინამორბედი Comet Lake პროცესორების ანალოგიურად ოდნავ გაზრდილი ტაქტის სიხშირეებით. 

წარმოდგენილი Core 11 თაობის პროცესორების გაყიდვა დაიწყება 30 მარტიდან. 

 

Link to comment
Share on other sites

ესეც გერმანული საიტის თამაშების ბოლო ტესტებიც სადაც ყველა სხვა პროცესორებიცაა შედარებული იგივე კარტაზე:

https://www.hardwareluxx.de/index.php/artikel/hardware/prozessoren/55649-prozessor-non-grata-rocket-lake-s-als-core-i7-11700k-im-vorab-test.html?start=9

დატესტილია 11700K სტოკ სიხშირეზე, 10700 2-3% ნაკლები წარმადობა ექნება მაქსიმუმ, მაღალსიხშირიან რამებზე უფრო კარგი წარმადობა უნდა ქონდეს, მანდ 3200 დატესტილი ყველა პროცესორი, მემგონი ეგ პროცესორი მაინც ჯობია 10700, რომ გაიაფდება შეიძლება აღება, მითუმეტეს მემგონი არც მაგაზე იქნებაო მძაფრი დეფიციტი, როგორიც ეხლა რიზენის 5000 სერიაზეა, 1080P ტესტებია მანდ, 2K ეგ სხვაობაც აღარ დარჩება მინიმალურ ფპს-ზე უკვე, თან შეიძლება კიდე დაიხვეწოს წარმადობა ახალ ბიოსებში და პროცესორის მიკროკოდებზე + იძახიან რომ თვითონ ვინდოს 10-შიც გამოვაო აპდეიტი მაგ სერიის პეფორმანსის გასაუმჯობესებლათ, რახან ეგ ზუსტათ იგივე ჩიპი აღარაა რაც 9000-10000 სერია იყო, არის სხვაობა და ფაქტიურათ 10 ნანომეტრიანი ბეკპორტია გაკეთებული

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.