Jump to content

საინფორმაციო მედია: ინდოეთის ხელისუფლება განიხილავს Bitcoin-ის მფლობელებისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს


Recommended Posts

image.png

ინდოეთი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც კრძალავს კრიპტოვალუტების გამოყენებით ოპერაციებს და აყენებს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მაინერებისა და ტრეიდერებისთვის. ამის შესახებ წერს Reuters-, მაღალი თანამდებობის ანონიმური პირის ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

დოკუმენტი მოქალაქეებს ექვსი თვის განმავლობაში ციფრული ვალუტის ლიკვიდაციას ავალებს. ამ პერიოდის შემდეგ მფლობელებს ჯარიმები დაეკისრებათ. სამომავლოდ კი კრიპტოაქტივების ფლობაზე, გამოშვებაზე, მოპოვებაზე, ვაჭრობასა და გადაცემაზე გათვალისწინებული იქნება თავისუფლების აღკვეთა. 

ოფიციალური წარმომადგენლის თქმით ხელისუფლება გეგმავს კრიპტოვალუტის აკრძალვას ბლოკჩეინის განვითარების შეფერხების გარეშე. 

”თავად ტექნოლოგიის გამოყენება ზიან არ მოაქვს, მაგრამ მთავრობა დააწესებს ჯარიმებს მათთვის, ვინც კრიპტოაქტივების ლიკვიდაციას არ განახორციელებს კანონით დადგენილ საშეღავათო პერიოდის განმავლობაში”, - განმარტა მან. 

ოფიციალურმა პირმა უარი თქვა ჯარიმების ოდენობისა და პატიმრობის ვადის გამჟღავნებაზე. მისივე თქმით, დოკუმენტის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. 

შეფასების თანახმად ინდოეთში 8 მილიონი ინვესტორი ამჟამად ფლობს ციფრულ აქტივებს, რომელთა საერთო ღირებულება ჯამში 1.4 მილიარდი აშშ დოლარია. ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. 

2019 წელს ინდოეთის ხელისუფლებაზე დაქვემდებარებულმა სამუშაო ჯგუფმა დაასკვნა, რომ კრიპტოვალუტებს „ფასეულობა არ გააჩნია“. ხელოსუფლებას ურჩიეს აეკრძალა ყველა ციფრული აქტივი, გარდა ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული ტოკენებისა. იმ დროს კომისიის წინადადება იყო 330 ათასი აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმის დაწესება და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მაინერებისა და ტრეიდერებისთვის. 

არაერთი მედიასაშუალების ცნობით, კრიპტოვალუტებით ვაჭრობის აკრძალვის შესახებ დოკუმენტი ინდოეთის მინისტრთა საბჭოს წარედგინა 2020 წლის სექტემბერში. 

2021 წლის თებერვალში Bloomberg-მა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელ ანონიმურ პირზე დაყრდნობით განაცხადა, რომ აკრძალვის შემოღების შემთხვევაში აქტივების მფლობელებს მიეცემათ სამიდან ექვს თვემდე ვადა პოზიციების დასახურად. გარდამავალი პერიოდის ბოლოს მოხდება ინვესტიციების ლიკვიდაცია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.