Magdalena Posted March 15, 2021 Share Posted March 15, 2021 ნორვეგიული ანალიტიკური კომპანია Arcane Research-ის ანგარიშის თანახმად სკანდინავიური და ჰონგკონგური კომპანიების მიერ Bitcoin-ისა და Ethereum-ის შესყიდვები აძლიერებს ხმებს, რომ კორპორატიული ფინანსისტები შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ მიჰყვებიან MicroStrategy-ს, Tesla-სა და Square-ის მიერ კრიპტოვალუტების შესყიდვის გეგმას. გასულ კვირას ჰონგკონგში დაფუძნებულმა კომპანია Meitu-მ იყიდა 15 000 ETH და 379 BTC ღია ბაზარზე. Arcane-ის გათვლებით, Bitcoin-ის ერთი მონეტა კომპანიას საშუალოდ 47,230 აშშ დოლარი დაუჯდა. ორშაბათს ნორვეგიულმა კომპანია Aker-მა თავის ბალანსს 1,170 BTC დაუმატა, რაშიც გადაიხადა დაახლოებით 58 მილიონი აშშ დოლარი (საშუალო ფასმა შეადგინა დაახლოებით 49 600 აშშ დოლარი). Arcane-ს განცხადებით, ახალი კორპორატიული მყიდველები, როგორც ჩანს, აპირებენ კრიპტოვალუტების გრძელვადიან შენარჩუნებას და Bitcoin-ის შემდგომი ზრდის პოტენციალს ხედავენ. აღმასრულებელ დირექტორ მაიკლ სეილორის ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული კომპანია MicroStrategy ფლობს დაახლოებით 91,064 BTC-ს, რომელიც კომპანიამ შეიძინა ბოლო სამი თვის განმავლობაში. ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ თებერვალში შეიძინა დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების Bitcoin-ი. ”MicroStrategy-ს მიერ პირველი ტალღა აშშ-ში დაიწყო, ახლა კი ეს ტენდენცია გლობალური განვითარების ნიშნებს აფიქსირებს”, - თვლის Arcane Research. Bitcoin-ი სტაბილურ ზრდას გვიჩვენებს. გასულ წელს მისი ფასი ოთხჯერ გაიზარდა, მიმდინარე წელს კი ორჯერ. რაც უფრო მალე გავა კომპანია ბაზარზე, მით უფრო მომგებიან ფასს მიიღებს ის. http://bit.ly/3vlYdJB Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted March 15, 2021 Share Posted March 15, 2021 ცუდი სიტუაციაა ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრ ქვეყანაში ეხლა და მაგიტომ, თუმცა ვაქცინაციებმა ნელ-ნელა შეიძლება მოაგვარონ კოვიდის პრობლემა და გაუმჯობესდეს სიტუაცია, რაც არ უნდა იყოს მაგ სფეროში მაინც დიდი ფული შედის ბოლო პერიოდში და ეგეთი ტენდენცია შეიძლება შემდგომშიც გაგრძელდეს, მაგის გარეშე მაგხელაზე ვერანაირათ ვერ გაიზრდებოდა ბიტკოინის და სხვა კოინების კურსი, მაინინგი მთავარი მანდ უკვე კარგა ხანია აღარაა, მაქს მთელი თანხების 10% თუ შეიცავს მაინინგი უკვე, დანარჩენი ვაჭრობაა უკვე, მათ შორის ფუტურსებით, მსხვილ ბირჟებზე, ვოლ სტრიტის ბირჟაც უკვე ჩართულია მაგ სფეროში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.