Jump to content

Arcane Research: Bitcoin-ის კორპორატიული შესყიდვები შესაძლებელია გლობალურ ტენდენციად იქცეს


Recommended Posts

image.png

ნორვეგიული ანალიტიკური კომპანია Arcane Research-ის ანგარიშის თანახმად სკანდინავიური და ჰონგკონგური კომპანიების მიერ Bitcoin-ისა და Ethereum-ის შესყიდვები აძლიერებს ხმებს, რომ კორპორატიული ფინანსისტები შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ მიჰყვებიან MicroStrategy-ს, Tesla-სა და Square-ის მიერ კრიპტოვალუტების შესყიდვის გეგმას. 

გასულ კვირას ჰონგკონგში დაფუძნებულმა კომპანია Meitu-მ იყიდა 15 000 ETH და 379 BTC ღია ბაზარზე. Arcane-ის გათვლებით, Bitcoin-ს ერთი მონეტა კომპანიას საშუალოდ 47,230 აშშ დოლარი დაუჯდა. ორშაბათს ნორვეგიულმა კომპანია Aker-მა თავის ბალანსს 1,170 BTC დამატა, რაშიც გადაიხადა დაახლოებით 58 მილიონი აშშ დოლარი (საშუალო ფასმა შეადგინა დაახლოებით 49 600 აშშ დოლარი). 

Arcane-ს განცხადებით, ახალი კორპორატიული მყიდველები, როგორც ჩანს, აპირებენ კრიპტოვალუტების გრძელვადიან შენარჩუნებას და Bitcoin-ის შემდგომი ზრდის პოტენციალს ხედავენ. აღმასრულებელ დირექტორ მაიკლ სილორის ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული კომპანია MicroStrategy ფლობს დაახლოებით 91,064 BTC-ს, რომელიც კომპანიამ შეიძინა ბოლო სამი თვის განმავლობაში. ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ თებერვალში შეიძინა დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების Bitcoin-ი. 

”MicroStrategy-ს მიერ პირველი ტალღა აშშ-ში დაიწყო, ახლა კი ეს ტენდენცია გლობალური განვითარების ნიშნებ აფიქსირებს”, - თვლის Arcane Research. 

Bitcoin-ი სტაბილურ ზრდას გვიჩვენებს. გასულ წელს მისი ფასი ოთჯერ გაიზარდა, მიმდინარე წელს კი ორჯერ. რაც უფრო მალე გავა კომპანია ბაზარზე, მით უფრო მომგებიან ფასს მიიღებს ის. 

 

Link to comment
Share on other sites

ცუდი სიტუაციაა ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრ ქვეყანაში ეხლა და მაგიტომ, თუმცა ვაქცინაციებმა ნელ-ნელა შეიძლება მოაგვარონ კოვიდის პრობლემა და გაუმჯობესდეს სიტუაცია, რაც არ უნდა იყოს მაგ სფეროში მაინც დიდი ფული შედის ბოლო პერიოდში და ეგეთი ტენდენცია შეიძლება შემდგომშიც გაგრძელდეს, მაგის გარეშე მაგხელაზე ვერანაირათ ვერ გაიზრდებოდა ბიტკოინის და სხვა კოინების კურსი, მაინინგი მთავარი მანდ უკვე კარგა ხანია აღარაა, მაქს მთელი თანხების 10% თუ შეიცავს მაინინგი უკვე, დანარჩენი ვაჭრობაა უკვე, მათ შორის ფუტურსებით, მსხვილ ბირჟებზე, ვოლ სტრიტის ბირჟაც უკვე ჩართულია მაგ სფეროში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.