Jump to content

ახალი 12 ბირთვიანი Apple M1X პროცესორის შედარება Core i9-10900K-სთან Geekbench-ის მრავალბირთვიან ტესტში


Magdalena

Recommended Posts

როდესაც ცნობილი გახდა Apple-ის სურვილი - გასულიყო დესკტოპ პროცესორების ბაზარზე, ბევრი ექსპერტი მსგავს განცხადებას ღიმილით შეხვდა. ხუმრობა ხომ არაა, ბაზარზეა მხოლოდ ორი კომპანია, ამასთან AMD მრავალი წლის მანძილზე ერთ ადგილს ტკეპნიდა და არ შეეძლო კონკურენტული პროდუქტის გამოშვება. შეიქმნა შეგრძნება, რომ რეალურად თანამედროვე პროცესორის გამოშვება არა მხოლოდ რთული, არამედ არარეალურიც იყო. თუმცა როგორც გაირკვა, ახალ M1 ჩიპს შესანიშნავი შედეგის წარმოდგენა შეუძლია. მართალია, მას სრულყოფილებამდე ბევრი აკლია, მაგრამ დაუჯერებელ ენერგოეფექტურობაში მას ნამდვილად არ ყავს სწორი. 

image.jpeg 

ამის მიუხედავად, Apple-ის პირველი მცდელობა ვერ ჩაითვლება გამარჯვებად, რადგანაც ჯამური წარმადობა ვერ აღწევს Intel-ისა და AMD-ის დონეს. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, მალე წარადგენენ განახლებულ ვერსია M1X-ს, რომელმაც უკვე გაიარა ტესტირებები და შესანიშნავი შედეგები აჩვენა არა მხოლოდ ერთბირთვიან, არამედ მრავალბირთვიან ამოცანებში. მაჩვენებლები ქვემოთ მოცემულ ცხრილშია წარმოდგენილი. 

image.png 

ცნობილია, რომ M1X ჩიპს მეტად საინტერესო არქიტექტურა აქვს. მაშ ასე, იგი ფლობს 12 სრულფასოვან ბირთვს, რომელთაგან 8 (Firestorm) განკუთვნილია რთული ამოცანების გადაჭრისთვის, დანარჩენ ოთხს (Icestorm) კი შემცირებული ტაქტის სიხშირეები აქვს. ექსპერტების განცხადებით, იგი 1.77-ჯერ სწრაფია ამჟამინდელ M1-თან შედარებით. როგორც ცხრილიდან ჩანს, Geekbench-ტესტში იგი აწევს 14 ათას ქულას მრავალბირთვიან ტესტებში. ქვემოთ მოცემულია შედარება Ryzen 7 5800X-სა და Core i9-10900K-თან. 

image.png 

როგორც ვხედავთ, Apple-მა არა მხოლოდ მიაღწია წარმოუდგენელ სიჩქარეს, არამედ შეუძლებელიც გააკეთა, რადგან ბოლო დრომდე ჩანდა, რომ ძლიერი პროცესორის შექმნა არარეალური იყო. იმაზე საუბრისას, რომ M1X უტოლდება ათბირთვიან Core i9-10900K-ს, უნდა გავითვალისწინოთ ერთი დეტალი: Apple მუშაობს 45 ვატზე, Intel-ი კი შთანთქავს 250 ვატს მიუხედავად იმისა, რომ მისი შტატ-მაჩვენებელი 125 ვატს შეადგენს. მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის, რადგან ჩვენ წინაშეა Apple-ს ინჟინრული ვარიანი და ექსპერტები აცხადებენ, რომ რეალურად M1X შეძლებს ზემოთხსენებული ორივე კომპანიის პროცესორისთვის გვერდის ავლას. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ენერგოეფექტურობაა intel-ს დიდი ტკივილი.

რაზგონში გახეულ პროცესორებს უშვებენ უზარმაზარი ვოლტაჟით და დენიკინის დროინდელი skylake არქიტექტურით, ასევე დენიკინის დროინდელ 14 nm-ზე. მაგიტომაც თხვლიპავს 250 W-ებს.

AMD-მაც საკმაოდ აჯობა უკვე ენერგოეფექტურობაში იგივე laptop-ებში AMD-ს 8 ბირთვიანი პროცესორები 16 ნაკადით სადაც ვნახე ყველგან იგივე ენერგომოხმარება ქონდა რაც ინტელის 11 სერიის 4 ბირთვიანს 8 ნაკადით. ეგ ახალი არქიტექტურისა და 7 nm-ს წყალობითაა.

ARM რომ მომავალია არ უნდა მაგას ლაპარაკი. მაგათი პლიუსი ისაა რომ კონკრეტული task-ებისთვის ცალკე hardware მოდულები აქვს მაგათ პროცესორს. მაგას x86 ვერასოდეს აჯობებს, ნამეტანი კომპლექსურია მსგავსი რაღაცების ჩასადებად. იგივე machine learning რომ ავიღოთ. არსებული M1-ც კი წრეებს დაარტყავს ნებისმიერ intel-ს. მხოლოდ 64 ბირთვიანი 128 ნაკადიანი AMD აჯობებს ალბათ მაგას. მსგავსი რაღაცების წყალობით mac-ებში ძალიან კარგ შედეგებს დებს, სოფტიც მაგათია და კარგი ოპტიმიზაცია აქვს და იყენებენ მაგ hardware-ს. Apple მიაწვა ARM-ს და intel-ს საბოლოოდ დაიკიდებს ეგ გარდაუვალია, ეხლა მათავარია qualcomm-მა ან სხვა კომპანიამ google-მა, samsung-მა ან MS-მა მაინც შექმნას მსგავსი ARM პროცესორი (ისე სამივეს აქვს ARM-ზე ლეპტოპები, უბრალოდ გაცილებით სუსტი), რომ არ ჩამორჩნენ და ნელ-ნელა ფეხი მოიკიდონ laptop-ების ბაზარზე მაინც, თორემ დავიღალეთ უკვე რეალურად დიდი ხანი გამძლებით ლეპტოპი არ არსებობს. ასევე თანამედროვე ლეპტოპები საკმაოდ ცხელებია და დიდი და ძლიერი გაგრილების სისტემები ჭირდებათ. პირველმა მაკმა სასწაული შედეგები დადო ლამის 2-ჯერ აჯობა ყველაზე ხანგრძლივი ბატარეის სიცოცხლის მქონე ლეპტოპს და შეგახსენებთ ერთ-ერთ მათგანს air-ს არც კი ქონდა active cooling. ანუ ფენი არც ჭირდებოდა, მხოლოდ მცირე რადიატორით აღწევდა მაგ შედეგებს.

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.