Jump to content

Intel-მა უკვე მიაწოდა მთავარ მომხმარებლებს 115 ათასი პროცესორი Xeon Scalable Ice Lake-SP


Recommended Posts

Intel-მა გაახმაურა გარკვეული მონაცემები ახალ სერვერულ პლატფორმა Whitley-ს ამოქმედების შესახებ. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა Lisa Spelman-მა რესურს AnandTech-თან საუბრისას განაცხადა, რომ დღესდღეობით კორპორაციამ თავის 30 დამკვეთს უკვე მიაწოდა 115 ათასი მესამე თაობის პროცესორი Intel Xeon Scalable კოდური დასახელებით Ice Lake-SP, თუმცა ახალი პროცესორების გამოსვლის თარიღი ოფიციალურად ჯერ არ გაჟღერებულა. 

გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავად ჩიპებში არსებული ხარვეზების გამო გამოსვლა გადაიდო მიმდინარე წლის მეორე კვარტლამდე, იანვარში კი კომპანიამ განაცხადა, რომ ანონსი უახლოეს თვეებში იყო მოსალოდნელი. წინასწარი მიწოდება კომპანიისთვის ჩვეულებრივი ამბავია. როგორც წესი, ახალ პროცესორებს პირველნი მიიღებენ მსხვილი HPC-დამკვეთები, ქლაუდ-პროვაიდერები, აგრეთვე სახელმწიფო სტრუქტურები. 

image.jpeg 

რაც შეეხება უშუალოდ ახალ პროცესორებს, ისინი საფუძვად დაედება უფრო ვრცელ ეკოსისტემას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება შემდეგი პროდუქტები: GPU, FPGA, ASIC, Optane DCPMM, SSD, ხელოვნურ ინტელექტზე მოქმედი ამაჩქარებლები, ქსელური მოწყობილობები და ა.შ. ყველა ამ კომპონენტის საფუძველზე კომპანია შეოგვთავაზებს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს, რომლებშიც ასევე მოცემული იქნება პროგრამული უზრუნველყოფის სრული სტეკი. სწორედ ამ ეკოსისტემის სრულფასოვნად განვითარებას აპირებს Intel-ი სამომავლოდ. 

Link to comment
Share on other sites

მარტო მაგ ერთი მიწოდებით ჩაიჯიბავდენ ასობით მილიონს ალბათ და ეგეთი რამდენი იქნება, სულაც არაა გასაკვირი 19 მილიარდს რომ ღუნავენ 1 კვარტალში ეგენი, მანდ ცალკე სერვერები იქნება, ცალკე OEM კრუპნი პასტავკები, ცალკე კორპორაციული კლიენტურა და გოსზაკაზები, ყველა მაგათთან მიდის რახან შეუძლიათ ძალზე დიდი აბიომების მიწოდება საკმაოთ მცირე მონაკვეთში, 80 მილიარდი წელიწადში ისე შესდით ეხლაც კი როგორც არაფერი + მგონი მოაგვარეს 14 ნანომეტრიან პროცესორებზე მძიმე დეფიციტი რომ ქონდათ მანამდე რამდენიმე წელი, მალე კი 10 ნანომეტრიანზე გადავლენ მგონი მთლიანათ უკვე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.