Magdalena Posted March 10, 2021 Share Posted March 10, 2021 კომპანია iQOO-მ ისაუბრა სმარტფონ Neo 5-ის გაგრილების სისტემისა და მისი უნიკალური პლატფორმის შესახებ. მოწყობილობაში არსებული გაგრილების სისტემა მთლიანად დაფარული იქნება ამაორთქლებელი კამერითა და გრაფიტის ფირფიტით. დაფარვის ფართობი შეადგენს 6000 მმ2-ს, სითბოს გაფანტვის ფართობი გაიზარდა 210%-ით სტრანდარტულ გადაწყვეტილებებთან შედარებით. შედეგად უზრუნველყოფილი იქნება Snapdragon 870 პლატფორმის სრული პოტენციალის გამოვლენა. დიდ ინტერესს იწვევს სმარტფონის აპარატული კონფიგურაცია. iQOO საუბრობს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ფლაგმანური დონის წარმადობა, დაბალი ენერომოხმარება და კადრების სტაბილური სიხშირე თამაშებში. Snapdragon 870 ჩიპის პარალელურად, iQOO Neo5 სმარტფონს აგრეთვე ექნება დისკრეტული გრაფიკული ჩიპი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს გარკვეულ დატვირთვას SoC Snapdragon 870-ის ძირითადი გრაფიკიდან, დისპლეიზე გამოსახულებას გამოიტანს და უზრუნველყოფს კადრების დინამიურ სტაბილიზაციას. კომპანიის განცხადების თანახმად ამგვარ გადაწყვეტილებას შეუძლია 45%-ით შეამციროს ენერგიის მოხმარება. დანარჩენი დეტალები ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. http://bit.ly/3rvrQ8R Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.