Jump to content

Apple გამოუშვებს შერეული რეალობის ჰედსეტს 2022 წელს, შერეული რეალობის სათვალეს - 2025 წელს, ლინზებს კი მომდევნო ათწლეულში


Magdalena

Recommended Posts

კომპანია Apple გეგმავს გამოუშვას შერეული რეალობის ჰედსეტი „2022 წლის შუა პერიოდში“. შერეული რეალობის სათვალე კი - 2025 წელს. გარდა ამისა, მომდევნო ათწლეულში Apple წარადგენს კონტაქტურ ლინზებს შერეული რეალობის შესაძლებლობებით. ამის შესახებ წერს რესურსი MacRumors ავტორიტეტულ ანალიტიკოს Ming-Chi Kuo-ს ცნობებზე დაყრდნობით. 

image.jpeg 

ჩვენი მოლოდინით, Apple-ის სამოქმედო გეგმა შერეული რეალობის ტექნოლოგიების სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით მოიცავს სამ ეტაპს: 2022 წელს გამოვა ჰედსეტი, სათვალე - 2025 წელს, 2030-2040 წლებში კი გამოვა კონტაქტური ლინზები. მოსალოდნელია, რომ ჰედსეტში გაერთიანებული იქნება ვირტუალური და შერეული რეალობის ტექნოლოგიები იმ დროს, როდესაც სათვალე და კონტაქტური ლინზები ორიენტირებული იქნება შერეულ რეალობაზე“ - თვლის Ming-Chi Kuo. 

ნალიტიკოსმა განაცხადა, რომ Apple-ის ამჟამად არსებული შერეული რეალობის ჰედსეტის პროტოტიპი იწონის 200-300 გრამს და აღნიშნა, რომ მოწყობიობის საბოლოო ვერსიის წონა 100-200 გრამამდე შემცირდება. თუკი Apple შეძლებს ჰედსეტის წონის შემცირებას, იგი გაცილებით მსუბუქი გამოვა კონკურენტების ანალოგიურ მოწყობილობებთან შედარებით. 

რაც შეეხება ფასს, ანალიტიკოსის ინფორმაციით, Apple-ის შერეული რეალობის ჰედსეტის ფასი დაახლოებით 1000 აშშ დოლარი იქნება, რაც შეესაბამება „მაღალი დონის iPhone-ის ღირებულებას“. მიიჩნევა, რომ ჰედსეტს ექნება Sony Micro-OLED დისპლეები და რამდენიმე ოპტიკური მოდული „გამჭვირვალე შერეული რეალობის“ უზრუნველყოფისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ მოწყობილობა ასევე შეძლებს „შემოგვთავაზოს ვირტუალური რეალობის გამოცდილება“. 

რაც შეეხება შერეული რეალობის სათვალეს, ანალიტიკოსის აზრით, იგი ბაზარზე გამოვა 2025 წელს და ამჟამად ამ მოწყობილობის პროტოტიპზე მუშაობაც კი არ არის ჯერ დასრულებული. მიიჩნევა, რომ იგი უზრუნველყოფს „შერეული რეალობის ოპტიკურ გამვირვალობას“ და წარმოდგენილი იქნება, როგორც „მობილური პროდუქტი და არა შერეული რეალობის ჰედსეტი“. რაც შეეხება შერეული რეალობის კონტაქტურ ლინზებს, ანალიტიკოსის განცხადებით, ეს პროდუქტი გახდება ელექტრონიკის გარდამავალი ნაბიჯი „ხილვადი გამოთვლებიდან უხილავი გამოთვლების“ ეპოქაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.