Jump to content

AMD ქმნის ვიდეო დაფას კრიპტოენთუზიასტებისთვის


Recommended Posts

პირველი ცნობები იმის შესახებ, რომ AMD შექმნიდა კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის განკუთვნილ სპეციალიზებულ ამაჩქარებელს, გაჩნდა 2020 წლის ოქტომბერში. Linux ბირთვების განახლებაში დაემატა Navi 10-ს ბაზაზე შექმნილი ახალი ამაჩქარებელი იდენტიფიკატორით - 731E. ამ დაფას, როგორც აღწერაშია მითითებული, არ ექნება DCN-ისა (Display Core Next) და VCN-ის (Video Core Next) მხარდაჭერა, შესაბამისად, საუბარია გრაფიკულ პროცესორზე, რომელსაც არ ექნება გამოსახულების გამოტანის შესაძლებლობა. 

image.jpeg 

ეს გრაფიკული დაფა შესაძლოა გამოყენებულ იქნას ან გამოთვლების აჩქარებისთვის კლასტერებში მუშაობისას, ან კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის. 3 მარტს გამოსული პატჩის თანახმად AMD-მ შექმნა გრაფიკული პროცესორი Navi 12, რომელსაც არ აქვს CVN, თუმცა გამოსახულების გამოტანა შეუძლია. ეს პროცესორი გამოჩნდა მალევე მას შემდეგ, რაც NVIDIA-მ განაცხადა, რომ აპირებს მარტის ბოლოს გამოუშვს მოწყობილობებ მაინინგისთის. 

საინტერესოა ის, რომ Navi 12 ხელმისაწვდომი არ არის არც ერთ იმ Radeon ვიდეო დაფაში, რომლებიც თავისუფალ ბაზარზე იყიდება. იგი შეიქმნა სპეციალურად Apple Mac-ისთვის, როგორც Radeon Pro 5600M. ეს გახლავთ ერთადერთი გრაფიკული პროცესორი Navi 1X - HBM2 მეხსიერებით. ხელმისაწვდომი არ არის მაინინგში მისი ტესტირებები, ამიტომ წინასწარ რთული სათქმელია რამდენად კარგად წარმოაჩენს თავს კრიპტოვალუტების მოპოვების სფეროში. 

image.jpeg 

ტექნიკური მახასიათებლების მხრივ Navi 10-ს Navi 12-ს მსგავსად აქვს 2560 ნაკადური პროცესორი (40 გამომთვლელი ბლოკი). Navi 10 ხელმისაწვდომია 8 გბ GDDR6 მეხსიერებით, Navi 12-ს კი აქვს HBM2 მეხსიერების ორი 4-4-გიგაბაიტიანი სტეკი. GDDR6 მეხსიერების სიჩქარეა 448 გბ/წმ, HBM2 მეხსიერების ბაზაზე არსებული Navi კი შემოგვთავაზებს 394 გბ/წმ სიჩქარეს. 

თუკი ავტორიტეტულ ინფორმატორ Komachi-ს დავუჯერებთ, AMD-მ დაახლოები გასული წლის ნოემბერში დაიწყო RX 5700 XTB, RX 5700 B და RX 5500 XTB დაფების ვარიანტების მზადება სპეციალურად კრიპტოენთუზიასტებისთვის. ჯერ უცნობია, მოისურვებს თუ არა კომპანია - გამოიყენოს დასახელება Radeon ამ ამაჩქარებლებზე. 

image.jpeg 

Link to comment
Share on other sites

სხვათაშორის 6700-6900XT მოდელებს შორის რამე ძალზე დიდი განსხვავება ჰეშრეიტებში არ ყოფილა ეთერეუმის ალგოზე, ამიტომ ძვირიანი კარტების აღებას რომც არ ყოფილიყო ეგეთი დეფიციტი აზრი ეკარგება სამაინინგოთ, ნვიდიას 3000 სერიაზე დიდი სკალირებაა უფრო, ნუ ეხება პირველ რიგში 3070 და 3080, 3070 და 3060TI სხვაობა მინიმალურია ჰეშრეიტებში, ეგ კარტა რამდენათ კარგი იქნება ვნახოთ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.