Jump to content

AMD-მ Ryzen 3000-სერიის პროცესორებს დაუმატა Smart Access Memory ტექნოლოგიის მხარდაჭერა


Recommended Posts

გასული წლის ბოლოს Radeon RX 6900-ს, Radeon RX 6800 XT-სა და Radeon RX 6800-ს ანონსთან ერთად კომპანია AMD-მ წარადგინა ტექნოლოგია Smart Access Memory. იგი ცენტრალურ პროცესორს საშუალებას აძლევს იმოქმედოს ვიდეო დფის ვიდეომეხსიერების სრულ მასივთან და არა მხოლოდ 256 მბ მოცულობის მქონე მის ნაწილთან. შედეგად გარკვეულ თამაშებში მიიღწევა წარმადობის 16%-მდე ზრდა. 

image.jpeg 

ანონსის დროს ტექნოლოგია საჭიროებდა, რომ მომხმარებლებს ჰქონოდათ Ryzen 5000 სერიის უახლესი პროცესორი, Radeon RX 6000 სერიის ვიდეო დაფა, აგრეთვე AMD 500 სერიის დედა დაფა. ამჟამად კომპანიამ წარადგინა ვიდეო დაფა Radeon RX 6700 XT და განაცხადა, რომ აფართოებს Smart Access Memory-ს მხარდაჭერას Ryzen 3000 სერიის პროცესორებზე. 

მომხმარებლებს კვლავ მოეთხოვებათ AMD B550 ან X570 ჩიპსეტის მქონე დედა დაფის ფლობა, ასე რომ უფრო ძველი AMD B450 და X470 სისტემური ლოგიკის ნაკრების მქონე დაფების მფლობელებს არ გაუმართლათ. გარდა ამისა, Smart Access Memory არ ვრცელდება ჰიბრიდულ Ryzen 5 3400G და Ryzen 3 3200G პროცესორებზე. 

Zen 3-ზე დაფუძნებული პროცესორების ბოლო სერიისგან განსხვავებით Ryzen 3000 Zen 2   მოდელები მარტივად ხელმისაწვდომია და ხშირად მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ხვდება გაყიდვაში. ამ პროცესორების ერთბირთვიანი წარმადობა ისეთი მაღალი არაა, როგორც ახალ ჩიპებში, თუმცა Smart Access Memory ხელს შეუწყობს მათ შორის განსხავავების აღმოფხვრას. 

Smart Access Memory-ს გამოსაყენებლად Ryzen 3000 სერიის პროცესორისა და AMD 500 სერიის დედა დაფის გარდა მომხმარებელს ასევე დასჭირდება Radeon RX 6000 სერიის გრაფიკული დაფა. სამწუხაროდ, ბოლო მათგანის მოპოვება ადეკვატურ ფასად დღევანდელ რეალობაში მეტად რთულია. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ხო ამ ეტაპზე ინტელზეც (Z390-X299 ალფა ბიოსებზეც მუშაობს დაჟე 6000 სერიის ნავის კარტებზე) მარტო 6000 ნავის სერია მუშაობს, ნვიდიას ჯერ არ დაუმატებია ბოლომდე მაგის მხარდაჭერა, მაგრამ ინტელზეც კარგი მატება აქვს მაგ კარტებზე, არა მარტო 5000 სერიის რიზენებზე, ეხლა ამდ 3000 სერიის პროცესორებიც დაამატა, არაა გამორიცხული მოგვიანებით 2000 დაამატონ, თუმცა ჯერ არ დაუანონსებიათ, რაც შეეხება ძველი სერიის კარტებს, თეორიულათ შეიძლებაო ბიოსის განახლებით მაგეებზეც მაგის ამუშავება, მაგრამ ალბათ არ გამოუშვებენ უკვე და შეჩერდებიან მარტო ბოლო სერიის კარტებზე, თამაშები სადაც მუშაობს ეგ ტეხნოლოგია ჯერ არც ისე ბევრია, დანარჩენებზე კიდე მაგის ჩართვით შეიძლება ნეგატიური ეფექტიც ქონდესო პერფორმანსის დეგრადაციის ან ბლუსკრინების სახით, აი ესაა პოლნი სპისოკი თამაშების ამ ეტაპზე სადაც ეგ SAM მუშაობს:

Assassin's Creed Valhalla.
Battlefield V.
Borderlands 3.
Forza Horizon 4.
Gears 5.
Metro Exodus.
Red Dead Redemption 2.
Watch Dogs: Legion.

ხო ეგ რიცხვი რა თქმა უნდა ნელ-ნელა გაიზრდება, პერფორმანსის ზრდა კიდე 10-ან 20%-მდე აღწევსო მაგ თამაშებში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.