Jump to content

Microsoft მუშაობს ახალ Surface Duo 2-ზე, რომელსაც 5G მხარდაჭერა და განახლებული კამერა ექნება


Recommended Posts

Surface Duo იყო Microsoft-ის პირველი ორეკრანიანი სმარტფონი, რომელიც აშშ-სა და ევროპაში გამოვიდა. მოწყობილობამ არაერთგვაროვანი შეფასება და გამოხმაურებები დაიმსახურა და უახლესი ცნობების თანახმად კომპანია ემზადება შემდეგი თაობის ორეკრანიანი ტელეფონის გამოშვებისთვის, რომელსაც ექნება 5G მხარდაჭერა და გაუმჯობესებული კამერა. 

image.jpeg 

Microsoft-ის ვებ-გვერდზე გარკვეული დროით გამოჩენილი რამდენიმე ახალი ვაკანსია დამაჯერებლად მიგვანიშნებს, რომ კომპანია მუშაობს კოდური დასახელება Zeta-ს მქონე Surface Duo 2 სმარტფონზე, რომელსაც შეეძლება მეხუთე თაობის მობილურ ქსელთან დაკავშირება. 

ტექნოლოგიურმა გიგანტმა უკვე წაშალა ვაკანსიების ჩამონათვალი, თუმცა დარჩა ერთი მათგანი, რომლის მიხედვით კორპორაცია ეძებს SW/FW ინჟინერს ტაივანში. ვაკანსიების ჩამონათვალში Microsoft-მა აღნიშნა, რომ Surface Duo-სთან მიმართებაში ახალი გამოცდილების შექმნის გზაზე დგება და აპირებს 5G ქსელის მხარდაჭერას Microsoft-ის ხედვის სრულად გამოხატვის მიზნით. კორპორაცია ეძებს გამოცდილ სპეციალისტებს, რომელთათვის ცნობილია რადიოსიხშირის მოდულების, მათ შორის LTE-სა და 5G-ს შემუშავება. 

სამუშაო მოვალეობებში შედის მაღალი დონის პროფესიონალი სპეციალისტებისგან შემდგარ გუნდთან მუშაობა, რომლებიც შეიმუშავებენ და უზრუნველყოფენ რადიოსიხშირის დრაივერების კოდირებას, დანერგავენ რადიოსიხშირის დაფებს LTE და 5G ტექნოლოგიების ჩათვლით, ქარხნულ ინსტრუმენტებს, მოდემის პროტოკოლებს, მობილური კავშირის ოპერატორებისა და PTCRB / GCF სერტიფიკატებს Surface Duo მოწყობილობაში“ - აღნიშნავენ კომპანიაში. 

ზემოთ აღწერილის საფუძველზე საკმაოდ მარტივია ვივარაუდოთ, რომ Microsoft ამზადებს ახალ Surface Duo-ს. ცხადია, კომპანია იმედოვნებს, რომ მომავალ მოწყობილობაში, კოდური სახელით Zeta, უზრუნველყოფილი იქნება 5G მხარდაჭერა. 

image.jpeg 

მეორე თაობის Surface Duo-ს ასევე ექნება Panos Panay-ის მიერ გასულ წელს დაპირებული „შესანიშნავი კამერა. ვაკანსიების ერთ-ერთ ჩამონათვალში Microsoft-მა დაადასტურა, რომ იგი აპირებს გამოიყენოს მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტი ახალი კამერის შესაქმნელად, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გამოსახულების დამუშავებას. 

კომპანია ასევე გეგმავს პარტნიორობას დამოუკიდებელ დეველოპერებთან Surface Duo-სთვის კამერისა და ფოტოების რედაქტირების ახალი პროგრამების შესაქმნელად. 

მიუხედავად იმისა, რომ ვაკანსიების ჩამონათვალი არ ნიშნავს იმას, რომ Surface Duo 2 "Zeta" მიმდინარე წელს გამოვა, ისინი აღწერს მომავალ მოწყობილობას და დასტურდება, რომ Microsoft-ს სურს გაუმკლავდეს ამჟამინდელ თაობის სმარტფონში არსებულ ყველა ხარვეზს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.