Jump to content

NVIDIA-ს პარტნიორებმა შესაძლოა შეწყვიტონ GeForce RTX 3060 Ti დაფების გამოშვება, თუკი მათ ფასების აწევის ნებას არ დართავენ


Recommended Posts

როდესაც მომხმარებლები კომპიუტერულ მაღაზიებში ხედავენ ვიდეო დაფების ფასებს, პირველ რიგში NVIDIA-ს აკრიტიკებენ, რომელმაც ვერ შეძლო საკმარისი რაოდენობის გრაფიკული ჩიპების გამოშვება. ამას ემატება მაინერები, რომელთათვის ვიდეო დაფა უფრო ინსტრუმენტია, ვიდრე გასართობი საშუალება. კრიტიკის ქვეშ ხვდებიან ასევე გადამყიდველები და ვიდეო დაფების მწარმოებელი კომპანიები. რეალურად, ყველაფერი გაცილებით რთულია, რადგან ვიდრე პროდუქტი საცალო ვაჭრობამდე მიდის, ის რამდენიმე ხელში გადის. 

image.jpeg 

ეს ნიშნავს იმას, რომ ვიდეო დაფების მწარმოებლები, რომელთაც ხშირად ადანაშაულებენ მეტისმეტ სიხარბეში, შესაძლოა არაფერ შუაში იყვნენ, რისი მორიგი მტკიცებულებაც გამოჩნდა ამჟამად. როგორც ცნობილი გახდა, Ampere სერიის ახალი გრაფიკული ჩიპები აღმოჩნდა მეტისმეტად ძვირი და ცხელი, NVIDIA კი პარტნიორი მწარმოებლებისგან განსაზღვრული ფასების შენარჩუნებას ითხოვს. შედეგად გამოწვეულია მთელ რიგ პრობლემებ, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს მზა პროდუქტების მუშაობაზე. 

მაგალითისთვის, ამჟამად GeForce RTX 3060 Ti დაფის წარმოება არამომგებიანი გახდა, რადგან იგი 100 აშშ დოლარით იაფია უფროს ვერსია RTX 3070-თან შედარებით, თავად გრაფიკული ჩიპი ოდნავ იაფია, თუმცა გაგრილების ძვირადღირებული სისტემა „ჭამს“ ისედაც უმნიშვნელო სხვაობას მათ შორის. შექმნილი სიტუაციიდან ემდეგი გამოსავალი არსებობს: ან NVIDIA უარს იტყვის ფასების რეგულირებაზე, ან მოუწევს შეამციროს RTX 3060 Ti დაფების გამოშვების მასშტაბი გაგრილების სისტემის გაუარესების ხარჯზე, ან უბრალოდ შეწყვიტოს ნაკლებად მომგებიანი მოდელების წარმოება. 

Link to comment
Share on other sites

მაგას ემატება მძაფრი დეფიციტი რაც ეხლაა სხვადასხვა ვიდეოკარტების კომპონენტებზე, არა მარტო მიკრონის VRAM და ასნავნოი 8 ნანომეტრიან ჩიპებზე რაზეც მზადდება ეგ კარტები, ნუ 50$ ისედაც გაზარდა ბევრმა ფასები, მაგრამ როგორც ჩანს მაინც არაა ეგ საკმარისი, სამაინინგოთ კი მართლა ეგ კარტა 3070 დონეზე უბერავს და 100$ იაფი ჯდება თან, სხვაობა ჰეშრეიტებში ეთერეუმის ალგოზე ჩათვალე რომ არაა მაგ ორ კარტას შორის, ანუ თუ არის მაქს 2-3მჰ/სეკ რაც 100$+ ნამდვილათ არ ღირს, თუმცა გეიმინგისთვის რა თქმა უნდა 3070 ჯობია მაგ ძველს, დაჟე SAM 10% ბუსტის გათვალისწინებითაც რა თქმა 3070 აღება ჯობია 2K 165+ გერციან მონიტორზე სათამაშოთ უკვე

Link to comment
Share on other sites

იტოგში დეფიციტის არმოფხვრის შემდეგაც 3070-სთვის დაახლოებით 750 დოლარი იქნება სტანდარტული გასაყიდი ფასი

Link to comment
Share on other sites

დღემდე დაბალ ფასში შეიძლება EVGA დარეზერვება მაგათ საიტზე, რამდენათ გერგება რომელიმა ეგ უკვე სხვა საკითხია, მაგრამ 600$ 3 ფანიანი უდევთ და 510 ევროთ ევროპულ საიტზე https://eu.evga.com/products/productlist.aspx?type=0&family=GeForce+30+Series+Family&chipset=RTX+3070 თან რაც აწერია ფასები თუ მიიღეს და გერგო მაგაში მოგყიდიან + განბაჟება მერე უკვე https://eu.evga.com/products/productlist.aspx?type=0&family=GeForce+30+Series+Family&chipset=RTX+3070 დეფიციტი კი მართლა სერიოზულია მაგ კარტებზე, რამე ეგეთი პროგრამები უნდა მოიგონოს სხვებმაც და ეგრე გაყიდოს კარტები ცალ-ცალი თითო მყიდველზე, ანუ ერთ მოდელზე ერთ კარტიანი ლიმიტი ადამიანზე სიტყვაზე, ერთადერთი მინუსი მანდ ისაა რომ რომც გერგოს 8 საათში თუ არ გამოიწერე მოგხსნიან ოჩერედიდან და სხვას ერგება ეგ კარტა, 16 აპრილიდან გაძვირდებაო მანდაც ფასები, მერე თუ გააკეთებ ორდერს უკვე გაძვირებულ ფასებში გერგება ეგ კარტები, საქმე ისაა რომ გაძვირებამ შეიძლება ვერ შეამციროს დიდათ დეფიციტი, ნუ მაგას მარტო დრო გვიჩვენებს ეყოფა ეგ თუ არა კარტების დეფიციტის შესამცირებლათ, ჩემი აზრით არა, მანდ უბრალოთ კომპონენტებზე, VRAM და ჩიპებზე უნდა გაზარდონ აბიომები, მაგას ფასების გაძვირება თუ უშველის კარგია, თუ არა და ეგ დეფიციტი ძალზე დიდხანს გაგრძელდეს შეიძლება და შეეხება არა მარტო ვიდეოკარტებს, სხვა რაღაცეებსაც

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.