Jump to content

AMD Ryzen 7000 Phoenix მობილურ პროცესორებს Zen4 ბირთვები ექნება


Recommended Posts

image.jpeg

ცნობილი გახდა, რომ კოდური დასახელება „Phoenix“ უკავშირდება AMD Ryzen პროცესორების სერიას, რომლის დებიუტი შედგება Rembrandt-ის შემდეგ. ეს კოდური სახელი გაჟღერდა 2020 წლის ივლისში ცნობილ ინსაიდერ Komachi-ს მიერ და იმ დროისთვის ბოლომდე არ იყო ნათელი რას წარმოადგენდა Phoenix რეალურად. 

მრიგად, AMD Phoenix არის მობილური პროცესორების სერია, რომელიც შეცვლის Rembrandt-ს. ეს სერია პირველი იქნება AMD-ის პროცესორებს შორის, რომელიც აგებული იქნება Zen4-ის ბაზაზე. Rembrandt-ის მსგავსად Phoenix-საც ექნება DDR5 სტანდარტის მხარდაჭერა. ცოტა ხნის წინ ახალი ინფორმაცია გააზიარეს ინსაიდერებმა: კომპიუტერული სფეროს ცნობილ ინსაიდერ პატრიკ შურის ცნობით პროცესორების ახალ სერიას FP8 სოკეტი ექნება. 

image.png 

უცნობი რჩება, რატომ სჭირდება Phoenix-ს ახალი FP8 სოკეტი FP7-ს ნაცვლად. თუმცა დასაშვებია ვარაუდი, რომ Phoenix-ში შესაძლოა გამოჩნდეს PCIe Gen5 მხარდაჭერა, რაც ხელმისაწვდომი არ იქნება Rembrandt-ში. 

image.png 

მობილური პროცესორების სერია Rembrandt და დესკტოპ ჩიპები Warhol წარმოებული იქნება 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, თუმცა ეს ცნობა AMD-ს არ დაუდასტურებია. ამასთან, Phoenix და Raphael დებიუტირებენ TSMC-ის 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე, რაც იმავე ტექნოლოგიურ პროცესს წარმოადგენს, რომელიც ოფიციალურად გამოყენებული იქნება Genoa სერიის პროცესორებში (სერვერული EPYC პროცესორების სერია Zen4-ის ბაზაზე). 

რაც შეეხება ბირთვებისა და ნაკადების კონფიგურაციას, მათ შესახებ ამჟამად ბევრი არაფერია ცნობილი. არაოფიციალური ცნობებით, Zen4-ის ბაზაზე არსებულ Genoa-ს შესაძლოა ჰქონდეს 96-მდე ბირთვი (+32 Milan-თან შედარებით), რაც ან თითოეულ ჩიპლეტში ბირთვების რაოდენობის ზრდის შედეგი იქნება, ან თავად ჩიპლეტების რაოდენობა გაიზრდება. ამრიგად, თუ ეს მოსაზრება სწორია, ასეთ შემთხვევაში Phoenix სერიაში შესაძლოა 12 ბირთვი იყოს წარმოდგენილი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცნობები ჯერჯერობით მხოლოდ მოსაზრებებია და ეფუძნება სხვადასხვა გაჟონილ ინფორმაციას. 

image.png 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.