Magdalena Posted February 23, 2021 Share Posted February 23, 2021 ცნობილი გახდა, რომ კოდური დასახელება „Phoenix“ უკავშირდება AMD Ryzen პროცესორების სერიას, რომლის დებიუტი შედგება Rembrandt-ის შემდეგ. ეს კოდური სახელი გაჟღერდა 2020 წლის ივლისში ცნობილ ინსაიდერ Komachi-ს მიერ და იმ დროისთვის ბოლომდე არ იყო ნათელი რას წარმოადგენდა Phoenix რეალურად. ამრიგად, AMD Phoenix არის მობილური პროცესორების სერია, რომელიც შეცვლის Rembrandt-ს. ეს სერია პირველი იქნება AMD-ის პროცესორებს შორის, რომელიც აგებული იქნება Zen4-ის ბაზაზე. Rembrandt-ის მსგავსად Phoenix-საც ექნება DDR5 სტანდარტის მხარდაჭერა. ცოტა ხნის წინ ახალი ინფორმაცია გააზიარეს ინსაიდერებმა: კომპიუტერული სფეროს ცნობილ ინსაიდერ პატრიკ შურის ცნობით პროცესორების ახალ სერიას FP8 სოკეტი ექნება. უცნობი რჩება, რატომ სჭირდება Phoenix-ს ახალი FP8 სოკეტი FP7-ს ნაცვლად. თუმცა დასაშვებია ვარაუდი, რომ Phoenix-ში შესაძლოა გამოჩნდეს PCIe Gen5 მხარდაჭერა, რაც ხელმისაწვდომი არ იქნება Rembrandt-ში. მობილური პროცესორების სერია Rembrandt და დესკტოპ ჩიპები Warhol წარმოებული იქნება 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, თუმცა ეს ცნობა AMD-ს არ დაუდასტურებია. ამასთან, Phoenix და Raphael დებიუტირებენ TSMC-ის 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე, რაც იმავე ტექნოლოგიურ პროცესს წარმოადგენს, რომელიც ოფიციალურად გამოყენებული იქნება Genoa სერიის პროცესორებში (სერვერული EPYC პროცესორების სერია Zen4-ის ბაზაზე). რაც შეეხება ბირთვებისა და ნაკადების კონფიგურაციას, მათ შესახებ ამჟამად ბევრი არაფერია ცნობილი. არაოფიციალური ცნობებით, Zen4-ის ბაზაზე არსებულ Genoa-ს შესაძლოა ჰქონდეს 96-მდე ბირთვი (+32 Milan-თან შედარებით), რაც ან თითოეულ ჩიპლეტში ბირთვების რაოდენობის ზრდის შედეგი იქნება, ან თავად ჩიპლეტების რაოდენობა გაიზრდება. ამრიგად, თუ ეს მოსაზრება სწორია, ასეთ შემთხვევაში Phoenix სერიაში შესაძლოა 12 ბირთვი იყოს წარმოდგენილი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცნობები ჯერჯერობით მხოლოდ მოსაზრებებია და ეფუძნება სხვადასხვა გაჟონილ ინფორმაციას. http://bit.ly/3un3vEi 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.