Magdalena Posted February 19, 2021 Share Posted February 19, 2021 საერთაშორისო საწარმოო კონფერენცია ISSCC 2021-ზე TSMC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ათვისება დაგეგმილ გრაფიკზე წინსწრებით მიმდინარეობს და კომპანია აპირებს შეინარჩუნოს ე.წ. მურის კანონის აქტუალურობა სერიოზული გადახრების გარეშე. ეს ნიშნავს იმას, რომ ლითოგრაფიის ახალი ეტაპი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იქნება ათვისებული, თუმცა ამისათვის საჭიროა მრავალი დარგის სპეციალისტების, მათ შორის, მასალების მეცნიერების მზარდი ძალისხმევა. შეგახსენებთ, TSMC იღებს ვალდებულებას 3-ნანომეტრიანი პროდუქტის სერიული წარმოება დაიწყოს მომავალი წლის მეორე ნახევარში. კომპანიის გრძელვადიანი გეგმა ითვალისწინებს EUV ლითოგრაფიის გამოყენებას ტექნოპროცესების 1 ნმ-მდე დაუფლებისთვის. მრავალკრისტალიანი სისტემის, ე.წ. „ჩიპლეტების“ გამოყენება გულისხმობს მათი ურთიერთდამონტაჟებისა და შეერთების ტექნოლოგიების შემუშავებას. მიკროსქემები გახდება მრავალშრიანი და სამგანზომილებიანი. აუცილებელია ერთდროულად შეიქმნას ახალი სწრაფი ინტერფეისები, რათა ისინი არ აღმოჩნდნენ „ვიწრო სივრცე“. TSMC აპირებს მხარი დაუჭიროს მურის კანონის მოქმედებას 2040 წლამდე. http://bit.ly/3baSIUR Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 21, 2021 Share Posted February 21, 2021 ცოტა დეფიციტის პრობლემასაც თუ მიხედავდენ კარგი იქნებოდა, ინტელმა უკვე გამოასწორა სერიოზული დეფიციტი რომ ქონდათ 14 ნანომეტრიან ჩიპებზე და წელს აპირებენ უკვე 10 ნანომეტრიანი სერიის გამოშვებას დესკტოპ სერიიდან, ნელ-ნელა იზრდება ამდ პროცესორებზე ფასები და პირველ რიგში ეგ დეფიციტის ბრალია, ამიტომ ადრე რომ იაფათ ყიდიდენ და დიდი სეილები ქონდათ ეგრე აღარაა უკვე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted February 21, 2021 Share Posted February 21, 2021 კატასტროფული დეფიციტია ისე ყველაფერზე. ფიზიკურად რესურსი არ ყოფნის TSMC-ს ქარხნების. შეიძლება ცოტა სიტუაცია გამოასწოროს Intel-ი თუ ლიცენზირებას გააკეთებს TSMC_ს ტექნოპროცესის და თავის ქარხნებში აწარმოებს. იდეის დონეზე კი თქვა ახალმა CEO-მ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 21, 2021 Share Posted February 21, 2021 მგონი ეპლის პროდუქციის გარდა ყველაფერზე დეფიციტია ეხლა, განსაკუთრებით ამდ პროდუქციაზე, 5000 სერიის რიზენები, ნავის 6000 სერიის კარტები, ახალი პაკალენიის კონსოლები, სამივეზე სერიოზული დეფიციტია, ეპლი უკვეთავს როგორც ჩანს მარტო დიდ აბიომებში უფრო, ამდ-ის კიდე რესურსები აღარ რჩებათ ამ ეტაპზე, თუმცა 6.5 მილიონზე მეტი კონსოლი უკვე გაიყიდა, რა თქმა უნდა ისევ სონი ლიდერობს გაყიდვებში, მაგრამ კარტები და პროცესორები გაცილებით ნაკლებ აბიომებშია მაგაზე გამოშვებული Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.