Jump to content

Ryzen 5000 პროცესორები წუნის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება - 50-დან 8 ერთეულ Ryzen 9 5950Х-ს სიხშირეებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს


Recommended Posts

Ryzen 5000 სერიის პროცესორები ვერ გახდა მასიურად გაყიდვადი. გაყიდვაში გაშვებიდან რამდენიმე თვეში მათზე ფასმა კი არ დაიკლო, პირიქით -  იყიდება სარეკომენდაციო ფასზე გაცილებით ძვირად. სახეზეა დეფიციტი და ვითარების გამოსწორება არ არის მოსალოდნელი, რადგან AMD-მ ვერ შეძლო ბაზრის გაჯერება არსებული პროცესორებით, ახალი ბიუჯეტური მოდელები კი არ არსებობს. ეს ყველაფერი ბევრ კითხვას ბადებს, რადგანაც 7-ნანომეტრიანი წარმოება უნდა ყოფილიყო გაცილებით მომგებიანი 14-ნანომეტრიან ტექნოპროცესთან შედარებით. როგორც აღმოჩნდა, არსებობს მიზეზი, რის გამოც არის ახალი პროცესორები დეფიციტური. 

image.jpeg 

PowerGPU-ის სპეციალისტებმა, რომლებიც მზა კომპიუტერებს ყიდიან, განაცხადეს არადამაიმედებელი სტატისტიკის შესახებ, რომელიც მიუთითებს Ryzen 5000 სერიის მოწყობილობებში არსებული დეფექტების მაღალ დონეზე. მაჩვენებლებს შეგვიძლია გავეცნოთ ცხრილიდან. 

პროცესორი 

ერთეულის რაოდენობა 

წუნდებული 

Ryzen 5950X 

50 

8 

Ryzen 5900X 

50 

4 

Ryzen 5800X 

100 

4 

Ryzen 5600X 

120 

3 

 

სიტუაცია კრიტიკულია. როგორც ხედავთ, დეფექტების უმეტესობა ყველაზე ძვირადღირებულ 16-ბირთვიან Ryzen 5950X-ზე აღინიშნება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საუბარი არ ეხება „მკვდარ ნივთებს“. პრობლემა მდგომარეობს გამოცხადებულ მაჩვენებლებსა და რეალურ ვითარებას შორის არსებულ შეუსაბამობაში. ყველაზე ხშირად ეს გახლავთ ბუსტ-რეჟიმში შტატ-სიხშირის მიღწევის შესაძლებლობის არარსებობა. 

ამავე დროს, მითითებულია, რომ დეფექტების მაღალი პროცენტი აქვთ B550 და X570 ჩიპსეტებზე დამყარებულ დედა დაფებსაც. ყოველ კვირაში ხდება 3-5 მსგავსი წუნდებული დაფის აღმოჩენა. საინტერესოა ის, რომ სხვა მსგავსი სპეციალისტები არ ეთანხმებიან წარმოდგენილ სტატისტიკას, რაც საშუალებას იძლევა ვისაუბროთ ან წუნდებულ პარტიაზე, ან იმაზე, რომ ვინმემ კარგად ვერ განახორციელა პროცესორების ანალიზი. 

image.png 

Link to comment
Share on other sites

მაგაზე მეტათ ეხლა ამდ დეფიციტის ოსტრი პრობლემა აწუხებს, TSMC როგორც ჩანს ჯერ ვერ ახერხებს აბიომების გაზრდას მაგ ახალ 7 ნანომეტრიან ჩიპებზე, ამიტომ 5000 სერიაზე ფასები გაიზარდა, მაგალითათ ევროპაში უკვე 5600X და ინტელის 10900F 20 თრიდიანი თანაბარი ფასი ჯდება, ანუ 350 ევრომდე ამ ეტაპზე დაახლოებით, ეგეთი ფასი გერმანიის რომელიღაცა მაღაზიაში დაიდო და გურუ3დ-ზე მოვკარი თვალი მაგ სკრინშოტს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.