Jump to content

NVIDIA-მ გამოუშვა პლაგინი Unreal Engine 4-სთვის, რაც გაამარტივებს DLSS ტექნოლოგიის დანერგვას თამაშებში


Recommended Posts

NVIDIA- გამოუშვა სპეციალური პლაგინი Unreal Engine 4- ისთვის, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს DLSS ტექნოლოგიის დანერგვის პროცესს თამაშებში დეველოპერებისთვის. ამ სიტუაციაში პლაგინის გამოყენება უზარმაზარი ნაბიჯია დეველოპერების სასარგებლოდ, რადგანაც ამ დრომდე მათ უწევდათ უშუალოდ დაკავშირებოდნენ NVIDIA-ს და ეხელმძღვანელათ DLSS Early Access პროგრამის წესებით.  

image.jpeg 

შეხსენებისთვის, DLSS (Deep Learning Super-Sampling) - ეს გახლავთ NVIDIA-ს მიერ შემუშავებული მეთოდი ვიზუალური ეფექტების ასახვისთვის, რომელშიც გამოყენებულია მანქანური სწავლების ტექნოლოგია ვიდეო დაფის ტენსორულ ბირთვებთან კავშირში. იგი შექმნილია ხარვეზებისა და გრაფიკული არტეფაქტების მოგვარების მიზნით სისტემის ზედმეტი დატვირთვის გარეშე. ტექნოლოგია მუშაობს შემდეგნაირად: DLSS ამცირებს ორიგინალი გამოსახულების გაფართოებას და სხვადასხვა ფილტრის მეშვეობით ახდენს მის მასშტაბირებას ეკრანის ზომაზე, რაც უზრუნველყოფს გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესებას. 

image.jpeg 

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორ იმოქმედა DLSS ხარისხის რეჟიმმა Fortnite-ის PC-ვერსიის წარმადობაზე და შესაძლებელი გახადა თამაშის გაშვება მაქსიმალურ გრაფიკულ პარამეტრებზე 4K გაფართოების პირობებში 100 fps-სა და მეტზე. როგორც ვხედავთ, ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მნიშველოვნად გაიზარდოს ამა თუ იმ თამაში წარმადობა, თუმცა მისი მუშაობისთვის აუცილებელია ტენსორული ბირთვების მქონე GeForce RTX ვიდეო დაფის გამოყენება. 

image.jpeg 

აქვე აღვნშნავთ, რომ როდესაც DLSS-ზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ 2.0 ვერსიას, რომელიც ფართოდ გავრცელდა პირველი ვერსიისგან განსხვავებით. თავდაპირველად ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობები შეზღუდული იყო: საჭირო იყო ნეიროქსელის „სწავლება“ კონკრტულ თამაშზე სამუშაოდ, გაზრდილი წარმადობის შედეგიც ვერ იყო დიდად შთამბეჭდავი. DLSS 2.0-ში ნეიროქსელის სწავლების პროცესი მაქსიმალურად გაამარტივეს დ მოახდინეს ოპტიმიზაცია: მან ისწავლა დროებითი უკუკავშირის მეთოდების გამოყენება წინა კადრებიდან სურათის დამატებითი დეტალების მისაღებად, შედეგად გაიზარდა ამ პროგრამული უზრუნველყოფის დანამატის საერთო ეფექტურობა. 

image.jpeg 

დეველოპერებს, რომლებიც იყენებენ Unreal Engine 4.26-, შეეძლებათ DLSS ტექნოლოგიის  ინტეგრირება მოახდინონ თავიანთ თამაშებში NVIDIA- ოფიციალური პლაგინის გამოყენებით. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ DLSS-ით უზრუნველყოფილი თამაშების რაოდენობა უახლოეს წლებში გაიზრდება. პლაგინზე წვდომის მიღებისთვის საჭიროა გადასვლა NVIDIA- ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://bit.ly/3dkxnep 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.