Jump to content

Intel UHD 750 გრაფიკის ადრეული ტესტები Rocket Lake პროცესორებში აფიქსირებს წარმადობის 50%-იან ზრდას


Recommended Posts

ერთ-ერთმა ინფორმატორმა შეძლო Rocket Lake სერიის დესკტოპ პროცესორების ერთი ჯერ არ გამოსული ნიმუშის - Intel Core i5-11500 ჩიპის მიღება. მან ინტეგრირებული გრაფიკის წარმადობის ტესტირება გადაწყვიტა. უნდა აღინიშნოს, რომ პროცესორს აქვს Intel-ის დღესდღეობით არსებული ყველაზე მძლავრი ინტეგრირებული ამაჩქარებელი - UHD 750. 

image.jpeg 

ბოლო ცნობების თანახმად Intel შემოგვთავაზებს ინტეგრირებული Xe გრაფიკის ორ ვარიანტს Rocket Lake-S პროცესორებში. ერთი კონფიგურაციაა UHD Graphics 750 (GT1) 32 გამოთვლითი ერთეულით (EU) და მეორე უფრო სუსტი ვარიანტი - სახელწოდებით UHD Graphics 730 (GT1) 24 ბლოკით. გაჟონილი ცნობები საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ უფრო მძლავრი UHD 750 გრაფიკის მუშაობა, რომელიც ბევრად უფრო სწრაფი უნდა იყოს, ვიდრე მისი წინამორბედები. 

ინფორმატორმა სატესტო პაკეტი 3DMark TimeSpy აამოქმედა როგორც Core i5-11500 პროცესორზე, ასევე წინა თაობის Core i5-10400 ჩიპზე. Rocket Lake პროცესორის ახალმა გრაფიკამ მოაგროვა 1053 ქულა, Comet Lake სერიის ამაჩქარებელმა კი - მხოლოდ 693. შეინიშნება წარმადობის 1.5-ჯერ ზრდა, რაც სრულებით შეესაბამება Intel-ის მიერ დაპირებულ 50%-იან ზრდას წინა თაობის მაჩვენებელთან შედარებით. 

image.jpeg 

წყარომ საზოგადოებას ასევე გაუზიარა League of Legends-ისა და Counter Strike: Global Offensive-ის გეიმინგ პროცესი: უმეტეს შემთხვევაში ორივე თამაშში სიხშირე აღემატებოდა 100 კადრი/წამში მაჩვენებელს 1080p გაფართოებაზე, რაც ინტეგრირებული გრაფიკისთვის ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის. 

გარკვეული ინფორმატორების თანახმად Intel ამზადებს ბევრად უფრო მძლავრ შემოთავაზებას Xe გრაფიკის ბაზაზე: ვრცელდება ცნობები, რომ მე-12 თაობის Intel Core Alder Lake სერიაში გამოყენებული იქნება ინტეგრირებული გრაფიკა Intel Xe 96 EU-ით. თეორიულად ეს შესაძლოა ნიშნავდეს UHD 750 Rocket Lake-თან შედარებით წარმადობის თითქმის სამმაგ ზრდას იმავე სიხშირეებზე. სასიხარულა, რომ Intel კვლავ ცდილობს პროცესორების ყოველ ახალ თაობაში გაზარდოს ინტეგრირებული გრაფიკის წარმადობის მაჩვენებელი. 

Link to comment
Share on other sites

ნაღდია ეგ, არაფერი ზღაპარი არაა, ხო 11 სერიის მობილურ 8 თრიდიან პროცესორებზე მაგაზე ბევრათ მძლავრი ინტეგრირებული აყენია კიდე, თუმცა ეგეთი შეიძლება 11700K-11900K ეყენოს უკვე, ეგ 11500 დაბენჩილი, ინჟინერული ვერსიაა თან, ემატება PCI-E 4.0 და Smart access memory მაგ ახლებზე რაც 10% ბუსტს იძლევა ნვიდიას 3000 სერიის კარტებზე თამაშებში უკვე, 11700 ნონ-კ ყოფნის 200$ მაზერიც Z590, არაა აუცილებელი უფრო ძვირიანის აღება, 4500MHZ რამს მაგაზე დააჯენ უპრობლემოთ და არაფერი დაიწვება, რაც შეეხება ჩასტოტებს პირიქით მგონი უფრო დაწეული აქვს მაგ ახლებზე ნონ-კ ჩასტოტები ვიდრე გაზრდილი წინა 10 სერიას თუ შევადარებთ, მაგრამ წარმადობით მაინც ჯობია ეგ ახალი პირველი დაბენჩილი ტესტებით სინთეთიკურ ბენჩმარკებში, მალე გამოვა უკვე ეგ პროცესორები და ვნახავთ რისი თავიც ექნება, იქ 1800 ქულას იღებს მაქსიმუმ და მანდ 1050 რატომ არ უნდა აეღო https://www.notebookcheck.net/Intel-Tiger-Lake-U-Xe-Graphics-G7-96EUs-GPU-Benchmarks-and-Specs.462145.0.html

 

Link to comment
Share on other sites

ვნახოთ. მეც არაერთხელ დავწერე რომ მივესალმები ინტეგრირებული გრაფიკის განვითარებას თორემ მაინიგმა და ფასების კატასტროფულად აწევამ მსოფლიო დატოვა ხელცარიელი.

ბევრი პლიუსიც აქვს ინტეგრირებულს. ცოტა დენის მოხმარება მინი ქეისებში მოთავსება წონა და ა.შ.

მე მაგალითად აღარ ვთამაშობ ან იშვიათად. თანახმა ვარ საშუალო რეზოლუციაზე და საშუალო სეტინგებზე თუ გაქაჩავს თამაშებს ინტეგრირებულები. 

Link to comment
Share on other sites

ნუ ეგეთი საქმეებისთვის იაფინი არა ინტეგრირებულის ყიდვაც შეიძლება, არის ეგეთებიც მცირე დენის მოხმარებით და არც ეგეთი ვარგა რამეთ იგრებში, ნვიდიასაც აქვს და ამდ-აც ეგეთები, თუმცა თუ გააძლიერებენ პროცესორების ინტეგრირებულებს აღარ იქნება საჭირო არც ეგეთის აღება უკვე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.