Jump to content

GeForce RTX 3000-სა და Radeon RX 6000-ის ფასი მეორად ბაზარზე თვეში 15%-ით გაიზარდა


Recommended Posts

მონაცემთა ინჟინერმა მაიკლ დრისკოლმა (Michael Driscoll) მოამზადა Radeon RX 6000 და GeForce RTX 3000 სერიის ვიდეო დაფების სტატისტიკა eBay-ს მეორად ბაზრიდან. გადამყიდველებისა და მაინერების გამო ამ ვიდეო დაფების ფასი ყოველ კვირას მატულობს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tom's Hardware 

ბოლო მონაცემებით, ბოლო თვის განმავლობაში შეთავაზების ღირებულება საშუალოდ 10-დან 35%-მდე გაიზარდა. ფასების ზრდა ნაწილობრივ განპირობებული იყო საბაჟო გადასახადების ახალი განაკვეთებით, რომელიც 1 იანვარს ამოქმედდა შეერთებულ შტატებში. ამავე დროს, ფასების ყველაზე მკვეთრი ნახტომი უფრო დაბალი ფასის სეგმენტის მოდელებზე არის შესამჩნევი. 

image.jpeg 

GeForce RTX 3060 Ti-ს ფასისა და გაყიდვების დინამიკა 

თუ იანვრის პირველ კვირაში GeForce RTX 3060 Ti მოდელის საშუალო ღირებულება დაახლოებით 690 აშშ დოლარი იყო (სარეკომენდაციო ფასი -  399 აშშ დოლარი), გასულ კვირას ვიდეო დაფის ღირებულება საშუალოდ 920 აშშ დოლარი შეადგინა. სტატისტიკური მონაცემები შეგროვდა გადამყიდველების მიერ ამ მოდელის გრაფიკული ამაჩქარებლის რეალურ გაყიდვებზე და არა მხოლოდ პლატფორმაზე განთავსებული შეთავაზებების რაოდენობის მიხედვით. 

GeForce RTX 3080 მოდელის საშუალო ფასი (699 $ სარეკომენდაციო) იმავე პერიოდისთვის 1290-დან 1539 აშშ დოლარამდე გაიზარდა 3400 რეალურ გაყიდვაზე დაყრდნობით. 

image.jpeg 

GeForce RTX 3080-ს ფასისა და გაყიდვების დინამიკა 

გადამყიდველთა უმეტესობამ eBay-ზე გაყიდა GeForce RTX 3070 (499 აშშ დოლარი სარეკომენდაციო ფასი) დაფის სხვადასხვა ვარიანტი. დახურული გარიგების რაოდენობა 5400 შეადგინა. ამავდროულად, ამ დაფების საშუალო ფასი გაიზარდა 17%-ით - იანვრის 804 აშშ დოლარიდან თებერვალში - 940 აშშ დოლარამდე. 

image.jpeg 

GeForce RTX 3070 დაფის ფასისა და გაყიდვის დინამიკა 

საინტერესოა, რომ ამ მოდელის თებერვალში არსებული ფასი მხოლოდ 20 აშშ დოლარით აღემატება ნაკლები წარმადობის მქონე GeForce RTX 3060 Ti-ს ფასს. ეს ფაქტი აიხსნება Ethereum-ის ფასის მატებით, რომლის მოპოვება GPU-ების მეშვეობით ხდება. როგორც ჩანს, უმეტესობა ორივე დაფის შესყიდვა მოხდა სწორედ მაინერების მიერ და ორივე მათგანს შეუძლია უზრუნველყს წარმადობის დაახლოებით მსგავსი დონე კრიპტოვალუტის მოპოვებისას - 60 Mhash/წამში. 

image.jpeg 

GeForce RTX 3090 დაფის ფასისა და გაყიდვების დინამიკა 

იანვრიდან თებერვლამდე გადამყიდველებმა გაყიდეს 2 291 GeForce RTX 3090 გრაფიკული დაფა (1499 $ რეკომენდებული ფასი). მათი ფასი საშუალოდ 14%-ით გაიზარდა - 2087-დან 2379 აშშ დოლარამდე. 

image.jpeg 

Radeon RX 6900 XT დაფების ფასისა და გაყიდვების დინამიკა 

რაც შეეხება AMD-ის ფლაგმანურ Radeon RX 6900 XT დაფას, მისი საშუალო ფასი ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში 8%-ით - 1458-დან 1570 აშშ დოლარამდე გაიზარდა. აღრიცხვის პერიოდში გადამყიდველებმა გაყიდეს 334 ვიდეო დაფა. NVIDIA-ს ფლაგმანთან შედარებით დაბალი ღირებულების და კრიპტოვალუტის მოპოვების დაახლოებით იგივე დონის გათვალისწინებით ეს მოდელი ასევე შეიძლება განიხილებოდეს მაინერების მიერ, როგორც Ethereum-ის მოპოვებისთვის საჭირო გამოსავალი. 

image.jpeg 

Radeon RX 6800 XT დაფის ფასისა და გაყიდვების დინამიკა 

Radeon RX 6800 XT დაფის ფასი იანვრიდან თებერვლამდე 11%-ით - 1179-დან 1312 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ეს დაფა ყველაზე პოპულარული გახდა უახლესი Radeon RX 6000 სერიის გრაფიკულ ამაჩქარებლებს შორის. გადამყიდველებმა გაყიდეს ვიდეო დაფის 448 მოდელი. მას დიდად არ ჩამორჩა სტანდარტული Radeon RX 6800 მოდელი. აღრიცხვის პერიოდში სპეკულანტებმა გაყიდეს 434 მსგავსი ვიდეო დაფა. 

image.jpeg 

Radeon RX 6800 დაფის ფასისა და გაყიდვების დინამიკა 

ამ მოდელის ვიდეო დაფების საშუალო ღირებულება იანვრიდან თებერვლამდე 18%-ით - 865-დან 1018 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც კვლავ მიუთითებს მაინერების მხრიდან დაინტერესებაზე. 

Link to comment
Share on other sites

15% ეგეთი დეფიციტის ფონზე არაფერი არაა, სკალპელები რომ ადებენ 200-300% მეტს აი ეგაა ცუდი, 15% ძვირს მე დიდი სიამოვნებით გადავხიდი, დაჟე 18% განბაჟების, გზის ფულის და მაღაზიის ნაცენის გათვალისწინებით, მაგრამ ეგეთი ფასები მაქს ულტრაში იყო ცოტა ხნით, ნუ მანდ დაჟე შტატების არა მაგრამ გერმანიის ფასებში იყიდებოდა 3000 სერიის კარტები, რომ შევადარე ევროებში ლარებში ჩვენთან იგივე გამოდიოდა თითქმის, ეგ კი ნორმალური ფასია, ეხლა რომ ჩამოიტანენ ალბათ მინიმუმ 300 ლარით მეტი ედება ყველაზე კარგ შემთხვევაში ალბათ შემდეგ პარტიას, ანუ საშვალოთ 100$ მაინც გააძვირებენ ალბათ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.