Jump to content

Qualcomm-ს სურს NVIDIA-ს ხელი შეუშალოს ARM-ის შეძენაში


Recommended Posts

გასული წლის შემოდგომის დასაწყისში ამერიკულმა კომპანია NVIDIA-მ გამოხატა მზადყოფნა - შეიძინოს Advanced RISC Machines (ARM) 40 მილიარდ აშშ დოლარად. შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან ბრიტანული დეველოპერი ეკუთვნის იაპონურ სატელეკომუნიკაციო კორპორაცია SoftBank-ს. ამერიკული გიგანტის მიერ ARM-ის შესაძლო შეძენის შესახებ ჩიპების მწარმოებელმა Qualcomm-მა უკმაყოფილება გამოთქვა. 

image.png 

NVIDIA-ს, ARM-სა და SoftBank- შორის გარიგება უნდა დამტკიცდეს სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოები მიერ. ამერიკულმა კომპანია Qualcomm-მა განაცხადა, რომ ARM-ის NVIDIA- კონტროლის ქვეშ გადასვლამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ჩიპების სხვა მწარმოებელ კომპანიებზე. Qualcomm-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ NVIDIA-ს შეუძლია თეორიულად აუკრძალოს მათ ARM-ის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება. ARM-ის ტექნოლოგიებ ამჟამად ლიცენზირებულია რამდენიმე ასეული კომპანიის მიერ საკუთარი გადაწყვეტილებების შემუშავებისთვის. ბრიტანული კომპანიის არქიტექტურა გამოიყენება მსოფლიოს სმარტფონების 95%-ში. 

აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ NVIDIA-ს, SoftBank-ისა და ARM-ისგან მოითხოვა მეტი ინფორმაცია გარიგების შესახებ. ამავე დროს, Qualcomm-მა უკვე მოასწრო საჩივრების შეტანა გაერთიანებული სამეფოს კონურენციის მართვის ორგანოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციასა და ევროპის კომისიაში. ინსაიდერები აღნიშნავენ, რომ მინიმუმ ერთი მარეგულირებელი ორგანო მაინც დაბლოკავს ზემოთხსენებულ გარიგებას. თავის მხრივ კალიფორნიული გიგანტი დარწმუნებულია, რომ შეძლებს ARM-ის შესყიდვას. 

Qualcomm ერთადერთი არ არის, ვინც გარიგებით უკმაყოფილოა. ჯერ კიდევ გასულ წელს ბრისტოლში დაფუძნებულ კომპანია Graphcore-ის გენერალურმა დირექტორმა ნაიჯელ ტუნმა გარიგებას არაკონკურენტული უწოდა. ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი ჩიპების ბრიტანულმა მწარმოებელმა კომპანიამაც პროტესტი გამოთქვა და საჩივრით მიმართა კონკურენციის მართვის ორგანოს. NVIDIA-ს მიერ ARM-ის შეძენის წინააღმდეგ ასევე გამოვიდნენ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები - Google და Microsoft. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.