Magdalena Posted February 13, 2021 Share Posted February 13, 2021 ინდური კოსმოსური სტარტაპი Agnikul Cosmos გახდა პირველი კომპანია მსოფლიოში, რომელმაც წარმატებით გამოცადა 3D-პრინტერზე დაბეჭდილი სარაკეტო ძრავი. ნახევრადკრიოგენულ ძრავ Agnilet-ის ბეჭდვის მთლიან პროცესს დასჭირდა მხოლოდ 4 დღე და მისი მეშვეობით დაახლოებით 100 კგ ტვირთის გატანა იქნება შესაძლებელი დედამიწის ახლო ორბიტაზე - დედამიწიდან დაახლოებით 700 კმ სიმაღლეზე. ”მთელი ეს ძრავი, Agnilet, თავიდან ბოლომდე არის ერთიანი დანადგარი და არ აქვს ასაწყობი ნაწილები”, - განაცხადა Agnikul-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა. როგორც წესი, სარაკეტო ძრავები შედგება ასობით სხვადასხვა ნაწილისგან, რომლებიც ინდივიდუალურად უნდა იყოს აწყობილი. მეორე მხრივ, Agnilet წარმოადგენს გადაწყვეტილებას - „სამი ერთში“. სამივე მოდული გაერთიანებულია ერთიან აღჭურვილობაში. მათი აწყობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და ძრავის წარმოებისთვის ნაკლები დროა საჭირო. Agnikul არ არის ერთადერთი ინდური კომპანია, რომელმაც წარმატებას მიაღწია სარაკეტო ძრავების წარმოებაში. კიდე ერთმა აეროკოსმოსურმა სტარტაპმა - Skyroot Aerospace - გასული წლის სექტემბერში წარადგინა სრულიად კრიოგენული სარაკეტო ძრავი სახელწოდებით Dhawan-I, რომელიც 3D-პრინტერზე იქნა დაბეჭდილი. ეს ძრავი გამოყენებული იქნება რაკეტა Vikram-II-ის გაშვებისას, რომელსაც Skyroot ასევე ნულიდან აშენებს. http://bit.ly/3tKbLxz Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.