Jump to content

Ethereum-ი კვლავ ძვირდება, ვიდეო დაფები გაყიდვიდან ქრება, NVIDIA კი არ აპირებს მიწოდების მასშატაბების გაზრდას


Recommended Posts

მოხდა მთავარი კრიპტოვალუტების ფასის კიდევ ერთი ნახტომი. როგორც ბოლო დროისთვის დამახასიათებელია, საქმეში ილონ მასკი ჩაერია. გაუგებარია, იგი მომხდარს თამაშად მიიჩნევს და უწევს თუ არა საკუთარ ქმედებებს ანგარიშს, მაგრამ ბოლო პერიოდში მილიარდერი აშკარად უგულებელყოფს იმ კანონებს, რომლებსაც ბირჟის წარმომადგენლები ათწლეულების მანძილზე ამყარებდნენ. თუ ეს ასე გაგრძელდა, მაშინ მთელი ეს დიდი ბიუროკრატიული სტრუქტურა ზედმეტი გახდება და ფიუჩერსების ზრდა-დაცემას უზრუნველყოფს Twitter-ზე ცნობილი ადამიანების მიერ განთავსებული შეტყობინებები. 

image.jpeg 

კრიპტოვალუტების ფასის ზრდის ფონზე კვლავ დაიწყო გაჟღერება პესიმისტურმა განცხადებებმა NVIDIA-ს ვიდეო დაფების მიწოდებასან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. ერთ-ერთი მსხვილი ევროპული სავაჭრო დაწესებულება Alternate შეეცადა გაერკვია სიტუაცია პირველი კვარტლის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ინფორმაცია მიღებულ იქნა პირველწყაროსგან, შესაბამისად, დასაშვებია, რომ სანდოდ ჩაითვალოს. მაშ ასე, NVIDIA-ს წარმომადგენლებმა განმარტება გააკეთეს თითეული ცალკეული ვიდეო დაფის შესახებ: 

  • GeForce RTX 3090: მიწოდების მასშტაბი მცირეა, მოემსახურება ზოგიერთ შეკვეთას; 

  • GeForce RTX 3080: მიწოდება მეტად შეზღუდულია და ვერ დააკმაყოფილებს შეკვეთების უმეტეს ნაწილს; 

  • GeForce RTX 3070: მიწოდების მასშტაბი მცირეა, მოემსახურება ზოგიერთ შეკვეთას; 

  • GeForce RTX 3060 Ti: ხელმისაწვდომობა მეტად შეზღუდულია და იმყოფება მინიმალურ მაჩვენებელზე, შეკვეთებს მოემსახურება ნაწილობრივ. 

image.png 

სავჭრო დაწესებულებამ აღნიშნა, რომ ყველაზე მარტივია RTX 3070-სა და RTX 3090-ს შეძენა, რადგანაც ისინი მაინერებში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. გარდა ამისა, ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ გრაფიკული ჩიპები კიდევ უფრო გაძვირდება. ისინი, ვინც შეკვეთა უკვე გააფორმეს, მოწყობილობებს ძველი ფასით მიიღებენ, დანარჩენები კი იღბალზე არიან დამოკიდებულნი. Ethereum-ის ფასი კი მატებას განაგრძობს. ამჟამად მისი ფასი 1750 აშშ დოლარზე მეტია. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვითარება, უცნობია. 

Link to comment
Share on other sites

არ აპირებს კი არა და ვერ აპირებს, პირველი დამნაშავე მანდ ყოფილა მიკრონი, არ ყოფილან მზათ GDDR6-GDDR6X 8-20GB VRAM მოდელების დიდ აბიომებში გამოსაშვებათ, რატომღაც მგონია უფრო მცირე VRAM აბიომიც მაგიტომ აირჩია ნვიდიამ მთლათ ცუდ დღეში რომ არ ჩავარდნილიყვნენ, დეფიციტი სერიოზულია მართლა მაგათ კარტებზე, მაგრამ ამდ კიდე უფრო ცუდ დღეშია, ბენჩმარკებით თუ ვიმსჯელებთ მარტო 25/1-ჯერ ჩამორჩება აბიომებით ნავის სერია ნვიდიას 3000 სერიას, ეგ მაგ ორი სერიის ლანჩიდან დაწყებული და ეხება ყველა მოდელებს რა თქმა უნდა რაც აქამდე გამოუშვეს უკვე, მე სადღაც 257000 VS 10100 დავითვალე გრუბათ ამ ეტაპზე ამ საიტის მონაცემებით სხვაობა https://gpu.userbenchmark.com/ მე რასაც ვუყურებ უკვე ნვიდიას კიდე გაუზრდია ამ დღეებში აბიომები, ამიტომ მანდ არც ისე მცირე ვოლუმებში აქვთ გამოშვებული ეგ კარტები, უბრალოთ სპროსი გაცილებით მეტია ჯერ მაგ კარტებზე ვიდრე კარტების გამოშვება შეუძლიათ, აი გავაკეთოთ მცირე ანალიზი ვის რამდენი აქვს მანდ გამოშვებული ბენჩების მიხედვით:

qaXIIQ0.png

ეხლა კიდე დავითვალოთ რომელია ყველაზე ახლოს პეიპერ ლანჩთან, რა თქმა უნდა ნავის სერია:

3070- 107K

3080 - 87K

3060Ti - 33K ჯერ მარტო

Nvidia RTX 3090 - 30K (ეგ კარტა ლამის 2000$ ჯდება უკვე თუ რამეა საშვალოთ შტატებშიც კი ტოპ მოდელები)

ჯამში გამოვიდა 257000 კარტა და დღითი დღე მატულობს ეგ რიცვხვი, მანდ არანაირ პეიპერ ლანჩთან ახლოსაც არ არიან, თუმცა მილიონზე მეტი უნდა გამოეშვოათ რა თქმა უნდა სულ მცირე ეგეთი მძაფრი დეფიციტი რომ არ ყოფილიყო, ეხლა დავითვალოთ ამდ სერიაც:

6800-XT - 4.2K

RX 6800 - 3.7K

RX 6900-XT - 2.2K

ჯამში გამოვიდა სასაცილო 10.1K, რა თქმა უნდა მაგაზე მეტი ექნება ნვიდიასაც და ამდ-აც უკვე გამოშვებული ამ ეტაპზე მაგრამ ბევრათ არა, მაგრამ მანდ ჩანს საშინელი სხვაობა აბიომებში 25/1 დავითვალე მე და ეგ თუ რეალურია მაგარ ცუდ დღეშია ამდ ამ ეტაპზე გაყიდვები-შემოსავლებით ნვიდიასთან შეფარდებაში, იზრდება ეგ სხვაობა რახან ამდ კარტები როგორც არ იშოვებოდა თავიდანვე ისე არ იშოვება დღემდე, ნვიდიას რომ ჩაუსაფრდე მაინც აიღებ, დაჟე ჩვენთან ეძრობა ხანდახან გაყიდვაში მაღაზიებშიც კი, ნუ იყო ნოემბერ-დეკემბერში ჯერ კიდევ, ხელზეც იშოვი ორმაგ ფასათ, ამდ ფაქტიურათ ვერა, ისე კი 300K კარტაც კი ეგეთი სტარტოვი ფასებით რაც მაგ ახალ სერიაზე აქვს ნვიდიას ეგ 200$ მილიონია უკვე სადღაც რომ გადაითვალო, შეიძლება მეტიც უკვე, რახან ნვიდიამ მობილური 3000 სერიის კარტების გამოშვებაც დაიწყო ამ თვეში, ავლენ ეგენი ნახევარ მილიარდზეც ეგეთი ტემპი თუ შენარჩუდნა კიდე რამდენიმე თვე მაინც, ამდ სასწრაფოთ აქვს დასახვეწი ეგ ამბავი, ერთსაც და მეორესაც მაგაზე ბევრათ მეტი კარტების გაყიდვა შეეძლოთ რა თქმა უნდა და ეგ დეფიციტი არავისთვის არაა კარგი და მომგებიანი ან მითუმეტეს ჩვენთვის, რახან ფასები რეზკათ იზრდება

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.