Magdalena Posted February 11, 2021 Share Posted February 11, 2021 მილიარდერი ჯეფ ბეზოსი, რომელიც Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობისგან გათავისუფლდა, ყურადღებას გაამახვილებს საკუთარ კოსმოსურ კომპანია Blue Origin-ზე. ინფორმირებულმა წყაროებმა სააგენტო Reuters-ს აცნობეს, რომ მას კრიტიკული წელი და ინტენსიური კონკურენცია ელოდება SpaceX-ისგან, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს. ბეზოსმა გასულ კვირას განაცხადა, რომ Amazon.com-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა პირადი პროექტების განხორციელების მიზნით. ყველასთვის ცნობილია მისი კოსმოსით გატაცება და ცხადია, მას არ აკმაყოფილებს Blue Origin-ის ამჟამინდელი პოზიცია - იგი შესამჩნევად ჩამორჩება SpaceX-ს ორბიტალური გადაზიდვების სფეროში და SpaceX-სა და United Launch Alliance-თან (ULA) წააგო მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები პროგრამა National Security Space Launch-ის ფარგლებში. ეს პროექტი 2022 წელს უნდა ამოქმედდეს. Blue Origin ამჟამად NASA-ს პოტენციურად მრავალმილიარდიანი პროექტის ხელშეკრულების მისაღებად კონკურენციას უწევს ილონ მასკის SpaceX-ს, ასევე Dynetics-ს, რომელიც სამხედრო კონტრაქტორ Leidos Holdings-ს ეკუთვნის. პროექტის მისიაა მთვარეზე ასტრონავტების დასმა. ინფორმატორების თქმით მთვარეზე დასაფრენი მოდულის შექმნასა და სხვა შესაბამის სამუშაოებს ბეზოსი და კომპანიის სხვა ხელმძღვანელი პირები Blue Origin-ისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევენ. შეგახსენებთ, რომ ბეზოსი ყოველწლიურად Amazon-ის 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების აქციებს ყიდიდა Blue Origin-ის დასაფინანსებლად და ეს, მისი თქმით, იყო „ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო, რაც მას შეუსრულებია“. http://bit.ly/3rBBFSw Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.