Jump to content

აშშ-ში პირველად იყიდება 3D-პრინტერით აგებული სახლი. ფასი - 300 ათასი აშშ დოლარი


Recommended Posts

კომპანია SQ4D-მ გასაყიდად გამოიტანა რივერჰედში (ნიუ-იორკის შტატი) არსებული სახლი, რომელიც აგებულია 3D-პრინტერის მეშვეობით. 1900 კვადრატული ფუტის (დაახლოებით 177 მ2) ზომის უძრავი ქონების ფასი 299 999 აშშ დოლარს შეადგენს. სახლში მოცემულია სამი საძინებელი, ორი სააბაზანო ოთახი და ცალკე ავტოფარეხი. 

image.jpeg 

SQ4D იყენებს მშენებლობის ავტომატიზებულ მეთოდებს ან 3D-ბეჭდვას შენობა-ნაგებობების ასაშენებლად. „ეჭვს არ იწვევს, რომ ეს მომავალია“, - აცხადებს SQ4D Inc.-ის ოპერაციების დირექტორი კირკ ანდერსენი. 

მისივე თქმით, ეს არის 3D პრინტერის გამოყენებით აგებული პირველი სახლი შეერთებულ შტატებში, რომელმაც მიიღო ექსპლუატაციის სერთიფიკატი. მისი თქმით, ნებართვების მიღება არ იყო ადვილი ადგილობრივი მკაცრი სამშენებლო ნორმების გამო. – „ჩვენ ეს შევძელით ერთ-ერთ რთულ ადგილას. ამას თავისი უპირატესობა გააჩნია, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ საბოლოო ჯამში მსგავსი სახლების აშენებას ნებისმიერ ადგილას შევძლებთ“ - განაცხადა კომპანიის ტოპ-მენეჯერმა. 

image.jpeg 

ანდერსენი ასევე ამტკიცებს, რომ ეს გახლავთ 3D-პრინტერით აგებული მსოფლიოში ყველაზე დიდი სახლი, რომელმაც ნებართვა მიიღო მასში ადამიანების დასახლებისთვის. 

3D-პრინტერზე დაბეჭდილ სახლებს რადიკალური გავლენის მოხდენა შეუძლია ამერიკელი პოტენციური მყიდველების საფულეებზე. – აღნიშნავენ, რომ „ მშენებლობა 50%-ით უფრო იაფია რივერჰედში არსებულ ახლად აშენებულ სახლებთან შედარებით და მშენებლობის პროცესი ათჯერ უფრო სწრაფია“. 

Link to comment
Share on other sites

მგონი ჩინელებმა დაიწყეს ერთ-ერთი პირველი 3D სახლების მშენებლობა, ოღონდ იქ კედლებს ასხავდნენ და მერე სახლის აშანების ადგილზე ააწყობდნენ ხოლმე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.