Jump to content

Radeon RX 6000-სთვის განკუთვნილი რეითრეისინგის ტექნოლოგია Super Resolution უახლოეს თვეებში გამოჩნდება


Recommended Posts

NVIDIA GeForce RTX ვიდეო დაფებს უკვე დიდი ხანია აქვთ წვდომა DLSS ტექნოლოგიაზე, რომელიც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს წარმადობა აფსკეილინგის ხარჯზე. მარტივად რომ ითქვას, ვიდეო დაფა ამუშავებს გამოსახულებას იმაზე დაბალი გაფართოებით, ვიდრე დისპლეიზე გამოდის, მასშტაბირების პროცესით კი დაკავებულია ნეიროქსელი. GeForce RTX 3000 სერიის ვიდეო დაფებმა დაუყოვნებლივ მიიღეს წვდომა მომწიფებულ DLSS 2.0 ტექნოლოგიაზე, რამაც მათ Radeon RX 6000-თან შედარებით უპირატესობა მიანიჭა რეითრეისინგში წარმადობის პირდაპირი შედარებისას. 

image.jpeg 

საინტერესოა, რომ ახალი გრაფიკული ჩიპების გამოცხადების დროს AMD-მ ისაუბრა FidelityFX Super Resolution ტექნოლოგიის მალე გამოსვლაზე, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ არსებობდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მყიდველები მხოლოდ ნაწილობრივ მზა პროდუქტის მფლობელები გახდნენ და კვლავ დარჩნენ ფუნქციონალური ნაწილის გარეშე, რათა კონკურენცია გაეწიათ მათთვის, ვინც NVIDIA- მხარე აირჩია. 

ეს ალოგიკურად გამოიყურება, რადგან ამ შემთხვევაში ეს ხალხი ინვესტიციებს დებს მომავალში და აწმყო არაფრისმომცემია. უახლესი ინფორმაციით ეს არეულობა მალე უნდა დასრულდეს. მითითებულია, რომ პროექტმა საბოლოო ეტაპს მიაღწია, რაც წითელი დაფების მფლობელებს საშუალებას მისცემს მიმდინარე წლის გაზაფხულზე მიიღონ წვდომა FidelityFX Super Resolution ტექნოლოგიაზე. ზუსტი თარიღები ჯერ არ არსებობს, რაც ნიშნავს იმას, რომ მაისი იქნება ყველაზე პესიმისტური ვარიანტი. 

image.jpeg 

ცნობილია, რომ AMD- ახალი მეთოდიკა ემყარება Microsoft DirectML API-, რაც საშუალებას მისცემს გამოსახულებას - მასშტაბირებადი გახდეს ხარისხის მინიმალური დაკარგვით. NVIDIA-ს გრაფიკულ დაფებს ასევე ექნებათ წვდომა ტექნოლოგიაზე, მაგრამ, სავარაუდოდ, აირჩევენ საკუთარ DLSS-. ასევე, Radeon RX 6000 გრაფიკული დაფების დიდი უპირატესობა უნდა უზრუნველყოს მოზრდილმა L3 Infinity Cache-მა, რომელიც განთავსებული იქნება GPU-ის კრისტალზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.