Magdalena Posted February 8, 2021 Share Posted February 8, 2021 საინვესტიციო ბანკმა, JPMorgan Chase-მა გამოაქვეყნა Apple-ის ბოლო თაობის სმარტფონების სამომავლო პროგნოზი. ზოგიერთ მოდელზე არსებული დაბალი მოთხოვნის გამო კუპერტინოელებს მოუწევთ შეამცირონ წარმოების მასშტაბი და შესაძლოა უარი თქვან კიდეც ერთ-ერთზე. iPhone 12 სერია ოქტომბერში გამოვიდა. iPhone 12-ის, 12 Pro-სა და 12 Pro Max-ის პარალელურად ხაზში შევიდა iPhone 12 mini - სერიის ყველაზე დაბალფასიანი სმარტფონი ყველაზე პატარა დისპლეით (მასში გამოყენებულია 5.4-დუიმიანი OLED-მატრიცა). ამ მოწყობილობას გაყიდვების ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს სერიის სხვა მოდელებთან შედარებით - მასზე მოდის მთლიანი მიწოდების მხოლოდ 6%. JPMorgan Chase-ის პროგნოზის თანახმად, ამის გამო Apple-ს მოუწევს iPhone 12 mini-ს წარმოების შემცირება 11 მილიონი მოწყობილობით. 9 მილიონი ერთეულით შემცირება შეეხება ასევე iPhone 12-ს. საინვესტიციო ბანკის ექსპერტები მიწოდების ჯაჭვის საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ”სუსტი საბაზრო მოთხოვნისა და გლობალური გაყიდვების მცირე მასშტაბის გამო 2021 წლის მეორე კვარტალში Apple საერთოდ შეწყვეტს iPhone 12 mini-ს გაყიდვას”. თუ ეს მოხდება, iPhone 12 mini აღმოჩნდება ყველაზე ხანმოკლე სიცოცხლის მქონე სმარტფონი iPhone-ის ისტორიაში. ამავე დროს, არსებობს შანსი, რომ კომპანიამ წარმოადგინოს განახლებული ვერსია შემცირებული ღირებულებით. http://bit.ly/3jCPKfL Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.