Jump to content

Bitcoin-ი 40 ათას აშშ დოლარს უახლოვდება, Ethereum-ი - 2 ათასს, 2020 წელს აწყობილმა მაინინგ-ფერმებმა უკვე ამოიღეს დანახარჯები


Recommended Posts

გასულ კვირაში ე.წ. „ამერიკული მთების“ მომსწრე გავხდით. რეალურად, მსგავსი სიტუაცია კვლავ და კვლავ ხდება და კრიპტოვალუტების მსხვილ მფლობელებს საშუალებას აძლევს სარგებელი ნახო გამოუცდელი ინვესტორების მიერ ციფრული ფულის გაყიდვისას. ზოგი ასეთ სიტუაციაში ხალხს ურჩევს თავი აარიდოს გადახურებულ ბაზარს, სხვები კი ამბობენ, რომ სასწრაფოდ ყიდვაა საჭირო, რადგან მალე Bitcoin-ი ახალ რეკორდს მოხსნის. 

image.jpeg 

ამ ფონზე აღსანიშნავია საინტერესო ტენდენცია, რომელიც 31 იანვარს დაიწყო: ფაქტია, რომ Bitcoin-მა შეწყვიტა მკვეთრი ნახტომები და მშვიდად, დამაჯერებლად მიიწევს ზევით - 35 ათასი აშშ დოლარიდან იგი 37 ათას აშშ დოლარიან დონეზე გავიდა. შედეგად, სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრება, რომ კრიპტოვალუტის ფასი შეუფერხებლად გაიზრდება 42 ათას აშშ დოლარამდე, შემდეგ კი მკვეთრად დააფიქსირებს 45 ათას აშშ დოლარიან ნიშულს. საინტერესოა ის, რომ ასეთი პერსპექტივა ბევრის აზრით დამაჯერებელია, კრიპტოვალუტის შემდგომი სამომავლო ბედი კი - ჯერჯერობით გაურკვეველი. 

image.png 

კიდევ უფრო საინტერესო გამოიყურება Ethereum-ის ზრდა. მისი ფასი ამჟამად დაახლოებით 1647 აშშ დოლარია. დღეს აღარ არის მიზანშეწონილი მაღაზიებში ვიდეო დაფების გაუჩინარებაზე საუბარი, რადგან ეს არ არის ახალი მოვლენა. მაინერებმა დაიკავეს მთლიანი ხელმისაწვდომი სიმძავრე და თებერვლის ბოლომდე არ ღირს გრაფიკული ჩიპების დიდ რაოდენობაზე მოლოდინი. GeForce RTX 3060 შესაძლოა აინერებს დაეხმაროს, მაგრამ ჯერ არ ვიცით რა ფასი მოამზადეს NVIDIA-ს პარტნიორებმა და საცალო მოვაჭრეებმა. 

image.png 

სხვათა შორის, Bitcoin-ისგან განსხვავებით, Ethereum-ის მდგომარეობას მრავალი ექსპერტი უფრო საიმედოდ მიიჩნევს. ნაწილი დარწმუნებულია, რომ ეს კრიპტოვალუტა გახდა დამოუკიდებელი და აღარ ემორჩილება Bitcoin-ის გაცვლითი კურსის რყევებს. უფრო მეტიც, თითქმის ყველა აქტიურმა მაინერმა დიდი ხნის წინ დაიბრუნა ჩადებული ინვესტიციები და ახლაც განაგრძობს მოგების მიღებას 

ექსპერტების სიმართლეში დარწმუნება უკვე მომდევნო კვირაში იქნება შესაძლებელი, როდესაც პირველი ციფრული ვალუტა კვლავ შემცირდება (ან ერთი კვირის შემდეგ, რადგან დაცემა გარდაუვალია). 

Link to comment
Share on other sites

მეც კარგა ხანია გავედი პლიუსში უკვე, ოღონდ მე 2018 მაისში ავაწყვე ჩემი, მალე მივალ ორმაგ მოგებამდე, ეხლა რომ გამეყიდა ფერმა უკვე ვიქნები კიდეც ორმაგზე, მაგრამ რატომ გავყიდო ეხლა როცა ეგრე ბევრს აკეთებს, უაზრობაა ეხლა რამის გაყიდვა, პირიქით ყველა ყიდულობს ახალ რიგებს, პირიქით ორი ცალი  3060tI ყიდვა მინდოდა და ჯერ არსად არ ჩანს ამ ეტაპზე ნორმალურ ფასათ გაყიდვაში, აი რომ თითქმის აღარ ეცემა ფასები მცირე პერიოდით მაინც  ეგ ცუდია, მაგის გარეშე უფრო სარისკოა ეხლა კოინების აღება მასე ძვირათ, ამიტომ დროებით შევეშვი ტრეიტინგს, მაგრამ როგორც კი დაეცემა ავიღებ, 8000$ მაქვს ეხლა გაკეთებული + რიგი და დენის ფულიც მაინინგიდან მაქვს 2.5 წლის მანძილზე მთლიანათ ნახადი, ჩემით არ  ვფარავდი არაფერს, მარტო რამდენჯერმე გადავიხადე მარტო, ხო ეგ ძველი 5000$ რიგიც 20-25$ აკეთებს დღეში უკვე ნაისჰაშზე დაგერ ჰაშიმოტოს ალგოზე, ორი დამატებითი 3060tI, უკვე 25-30$ დადებდა ეხლა, მომგებიანია როგორც მაინინგი ასევე ტრეიდინგი, ეგ მეორე კიდე მეტს აკეთებს თუ კარგათ შეისწავლი და არ იჩქარებ ხოლმე, არ დავმალავ და ჯიბის ფულსაც ბოლო პერიოდი სულ მაგ გაკეთებული თანხიდან ვიღებდი ხოლმე, არა მარტო დენის ფული გამომქონდა

Link to comment
Share on other sites

GME stock მარკეტზე რაც ფული აკეთა ხალხმა ამ ბოლო თვეში ბიტკოინებს და ეთერეუმებს არც დაესიზმრებათ. 4$-დან 480$-მდე იყო ლამის ავარდნილი და ხალხი ყიდვა გაყიდვებით მილიონერი გახდა ვისაც სტოკების ესმის. ეგეთი რამე არასოდეს მომხდარა აქამდე ბირჟებზე და ექსპერტების თქმით once in a lifetime ამბავი იყო. ანუ მაგის განმეორების შანსიც ძალიან დაბალია და შეიძლება ვერც ვნახოთ მეორედ. ეხლა 60$-ზეა ჯერ კიდევ stock. ეთერამაც კარგად მოქოქა და ცოტა კი მაქვს ჩემი მაინინგ რიგიდან გადანახული და ვნახავ ერთი სანამდე ავარდება ფასები.

Link to comment
Share on other sites

კი ნაისჰაშმაც გაუბერა, მე 1650$ დამიხურდავა უკვე 1520$ ნაყიდი ეთერა შვადღეზე, თან ეგ გუშინ ვიყიდე მარტო, ბევრი არ დამიცდია, ეხლა პრიკოლი ისაა რომ რომ ავდექი 1650$ ვაჯახე ისევე 8550 ტეტერი ეგრე რომ იზრდებოდა ისევე, უკვე დაუხურდავებია ბირჟა რომ ცუდათ მუშაობს 35%, მგონი მალე გასწორდება მთლიანათ და მაგასაც მივასუხარებ, გამოდის ლამის 8900$ უკვე, მაინინგს რაც შეეხება სადაც დებდა 120-150$ საშვალოთ რომ ყვინთაობდა კოინების კურსი თვეში, ეხლა დებს 400-450$ მინიმუმ ბოლო ორ თვეში მგონი, ანუ მანდაც კარგი ნავარია და ტრეიდინგში ასე 2000$ ისე დებს თვეში როგორც არაფერი, მაგრამ ფრთხილათ უნდა იყო და არსად იჩქარო, შენს ამოიღებ თუ არ იჩქარებ და მეტსაც კიდე ბევრათ, ეხლანდელი კურსით გამოდის 8900$-მდე მთლიანი სუმმა, ანუ 1.5 დღეში დადო მარტო 1000$, ბიტკოინის მაქსიმუმი დღეს იყო უკვე 44750$, ეთერეუმზეც ახალი მაქსიმუმი დაფიქსირდა საღამოს 9 საათისთვის, ასულა 1785$ კურსი, ანუ ბევრით არ გაიზარდა მაინც, 1777 იყო მგონი წინა რეკორდი, აი ბიტკოინი 42800$-ან 44750$ არც ისე მცირე პრიროსტია უკვე მაქსიმალური კურსის, ეხლა ჯამური კრიპტობაზრის კაპიტალიზაციაა უკვე 1310 მილიარდი და საოცრებები გრძელდება კაპიტალის პრილივის მაგ ოტრასლში, ძალიან ბევრი კოინი გაზრდილა დღეს 7%-17%-მდე მაინც, დაჟე ვიტყოდი რომ უამრავი, ანუ ტრეიდინგით ძალიან ბევრს აკეთებს vs მაინინგი, 4000$-მდე მქონდა ნოემბრის შვა რიცხვებში მონიკი რომ ვიყიდე, ეხლა უკვე 9000$ ვუახლოვდები, ეგრე თუ გააგრძელეს მაგათმა კურსის კაჩაობა მეტის აგდებაც შეიძლება, ხო თვითონ რიგიც ფორმაშია და ფასებმა ნახმარ ვიდეოკარტებზე 50-70% აიწია ეხლა მგონი ლამის, ანუ ორივე ერთად 12000$ ისე გამოდის უკვე ლამის როგორც არაფერი და თუ უკლია რამე ძალიან ცოტათი, ან რატო გავყიდი რო, დაჟე ახალ კარტებს ვეძებ რომ გამოჩნდება ავიღებ კიდე ორ ცალ 3060tI, სადაა ჯერ თორე კი, კურსის ეგეთი რეზკი ზრდა არა მარტო ილონ მასკის ნიუსის გამო მოხდებოდა არამედ მანამდე იყო საკმაოთ დაგდებული ბიტკოინ-ეთერეუმი და უფრო ადვილი იყო მაგ ნიუსით კურსის ეგრე სწრაფათ აწევა, ანუ ყველაფერი 5-ზე დაჯდა და მასე სწრაფათ მაგიტომ დააგაზინეს მომენტალურათ, ლოლ ჩემ ორდერს კიდე ნელ-ნელა ვიღაცა ყიდულობს მცირე ტემპებით, შვადღეზე დავაგდე ამ ჩემისებს კიდე არა აქვთ ბოლომდე დაფიქსული ბოტებიც რომ გამოჩნდეს სწორი მაქსიმალური და მინიმალური ყიდვა-გაყიდვის კურსით, ხოდა 35% უკვე იყიდა 1650$ ორდერი ვიღაცამ მცირე ტემპებით იყიდება ოღონდ ძალიან, კურსი კი მგონი ისევ აპირებს გაზრდას, ყოველ შემთხვევაში კარგ ფორმაშია ჯერაც კი და შეიძლება დაბუსტვის მეორე-მესამე ტალღაც იყოს, რახან სერიოზული დროპი უფრო გუშინ დაფიქსირდა ბიტკოინი რომ დააგდეს 39000$-ან 37300$-ზე და ეთერა 1710$-ან 1700$-მდე სადღაც, მაგას კიდე მალე დაფიქსავენ წესით, უკვე მთელი ტვიტერი აუფეთქეს და საპორტი ნაისჰაშს, თუმცა მაინინგი მუშაობს და ბირჟაც ნაწილობრივ, როგორც სტატისტიკა, რომ შევედი არაფერი ჩანდა საერთოდ შვადღეზე მაგრამ მალევე აღდგა, რიგის სტატისტიკა კიდე არ ჩანს მაგრამ მაინინგი კი მუშაობს, გუშინწინ დავახურდავე და 0.0022 მანდაც ავიდა უკვე 100$-მდე სადღაც რა, მაგას ჯერ ხელს არ ვახლებ აკეთოს ბიტკოინები მერე მივაყიდი უკვე 1-1.5 თვის შემდეგ როცა მაქსიმალურათ კარგი კურსი იქნება, ნუ მინიმუმ 42000$+ მაინც

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.