Magdalena Posted February 6, 2021 Share Posted February 6, 2021 რამდენიმე წლის წინ Intel-ის დესკტოპ პროცესორების წილი 90%-ს შეადგენდა, AMD კი უშვებდა მეორე რანგის პროდუქციას და გვთავაზობდა ფასისა და წარმადობის კარგ შეფარდებას. გაყიდვები ცუდად მიდიოდა და ფანატებმა აღარ იცოდნენ, რით გაემართლებინათ AMD. დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ AMD-მ დიდი საქმის შესრულება მოახერხა, თუმცა პარიტეტის მიღწევა და, მით უმეტეს, ლიდერობა ვერ გამოვიდა. არსებობს ბაზრის მდგომარეობის შეფასების სხვადასხვა გზა, რაც ნიშნავს იმას, რომ დასკვნები რადიკალურად საწინააღმდეგო იქნება. ნუ მიგვიზიდავს ზრდის პერსპექტივები, გულშემატკივართა სიყვარული და მოწინავე ტექნოლოგიები. დღეს ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ციფრებზე, თუმცა ისინი ოპტიმიზმისგან შორს არის. ამრიგად, 2020 წლის განმავლობაში კომპიუტერების ბაზარი ფართოვდებოდა. საერთო ზრდამ 20% შეადგინა, მაგრამ უდიდესი წილი Intel-ს ერგო. ფაქტია ისიც, რომ გასულ წელს AMD-მ მოახერხა დესკტოპ კომპიუტერების წილის 1%-ით გაზრდა. 2020 წლის შეჯამებით, AMD-ს წილი დესკტოპ კომპიუტერების ბაზარზე 19.3%-ია, Intel-ისა - 81.7%. მხოლოდ ეს ინფორმაცია საკმარისი იქნებოდა AMD-ს პოზიციის გასაგებად, მაგრამ ამ შემთხვევაში ღირს იმ მიზეზებზე საუბარი, რომ უსწრაფესი პროცესორებით მხოლოდ ყოველი მეხუთე პირია დაინტერესებული. საინტერესოა ისიც, რომ მუდმივად გვხვდება სტატისტიკა AMD-ის გამარჯვებების შესახებ. სამწუხაროდ, რეალობა განსხვავდება ცალკეული მაღაზიების განცხადებებისგან. გაყიდვების მასშტაბის ასეთი მცირედი ზრდის მიზეზები აშკარაა: საცალო ვაჭრობაში Ryzen 3000 სერიის პროცესორების ფასის მკვეთრი ზრდა მოულოდნელად მაღალი ფასი Ryzen 5000 სერიის პროცესორებზე Ryzen 5000 სერიის პროცესორების დეფიციტი რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, Intel საშუალოდ მაინც უფრო იაფია. თუ AMD 2021 წელს გონზე არ მოვა, წილის 1%-იანი ზრდა შეიცვლება ზარალითა და ბაზრის დაკარგვით. როგორც ჩანს, ლიზა სუმ და მისმა კომპანიამ ნაადრევად დაიწყეს გამარჯვების აღნიშვნა. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არის დრო, რომ ყველაფერი შეიცვალოს. საჭიროა AMD-ს გულშემატკივრობა, რადგანაც კონკურენციის არსებობის გარეშე ვერ ვიხილავდით ვერც მაღალი წარმადობის 10-ბირთვიან Core i9-10900К-ს, ვერც დაბალბიუჯეტურ 6-ბირთვიან Core i5-10400 პროცესორს. http://bit.ly/3oIfqIJ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 6, 2021 Share Posted February 6, 2021 ხო ეგ მეორე ალტერნატიული პადჩიოტის მეთოდია, არაა დამყარებული მარტო ბენჩმარკებზე, აღებულია OEM-client და სხვა ტიპის პასტავკების სტატისტიკაც მთლიანათ, რამდენათ უფრო რეალურია არ ვიცი მაგრამ მაგხელა სხაობა კი ფიქსირდება ინტელის სასარგებლოთ, ამ ვირტუალურ ბაზრის წილთან დიდი სხვაობაა ძალიან დაჟე სასერვერო სეგმენტშიც კი, ანუ ზედა სტატისტიკაში ეგ გაცილებით მეტი აქვს ამდ 7%-მდე მაინც : https://www.cpubenchmark.net/market_share.html მანდაა მარტო ბენჩმარკებში გატარებული პროცესორები და მაგ სტატისტიკის მიხედვით ანგარიშობენ საშვალო საერთო ჯამსაც, რაც შეეხება იაპონურ და გერმანულ დესკტოპ მეინსტრიმ სექტორებს, ეგენი მაქს ალბათ მაგ საერთო რიცხვის 10% თუ იქნება, ამიტომ მარტო ეგ არაა საკმარისი სერიოზული ატრივის დასაფიქსირებლათ, დეფიციტი და აბიომები იმოქმედებს მაგ პასტავკებზეც რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტის გამოშვების თავი გაქვს და რაც მთავარია შეგიძლია შეკვეთების განხორციელება მით უფრო მეტს გაყიდი ყოველწლიურათ, თუ გაიჭედე სერიოზულათ იმის გაყიდვას შეძლებ მარტო რისი გამოშვებაც მოასწარი მაქს, ეგ კი შეიძლება საკმარისი სულაც არ იყოს ძალიან სერიოზული პროცესორებიც რომ გქონდეს გამოშვებული + ფასები, როგორც ყოველთვის მოქმედებენ გაყიდვებზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.