Jump to content

განახლებული რობოძაღლი Spot რელიზისთვის მზადაა: Вoston Dynamics გვიჩვენებს, რა შეუძლია მას


Recommended Posts

კომპანია Boston Dynamics-მა გამოაქვეყნა მანიპულატორი მკლავით აღჭურვილი რობოტიზებული ძაღლ Spot-ის უახლესი ვიდეო. გასული წლის ბოლოს რობოტების ამერიკული მწარმოებელი კომპანია Hyundai Motor Group-ის მფლობელობაში გადავიდა და პირობა დადო, რომ სამომავლოდ გააფართოვებს რობოძაღლის შესაძლებლობებს - იგი გახდება უფრო მეტად ფუნქციონალური რობოტიზებული ხელის განთავსებისთვის საჭირო სპეციალური პლატფორმის დაყენების შედეგად. 

image.jpeg 

გამოქვეყნებულ ვიდეოში რობოტი ძაღლი Spot ასრულებს სხვადასხვა დავალებს: იღებს ნივთებს და ათავსებს მათ კალათში, ასუფთავებს ოთახს, ხსნის კარს, რთავს ელექტრო გადამრთველს, ასრულებს სამებაღეო საქმიანობას და მიათრევს დიდ და მძიმე სამშენებლო ბლოკებს. 

image.jpeg 

რობოტიზებული მკლავისა და მანქანის სხეულის მოძრაობები ავტომატურად კოორდინირდება გარკვეული ობიექტებისა და საგნების გადაადგილებასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულების გამარტივების მიზნით. კომპანია აღნიშნავს, რომ ასეთი მანიპულატორით აღჭურვილი მანქანისთვის არსებული დავალებების ჩამონათვალი მნიშვნელოვნად ფართოვდება. ვიდეოს აღწერილობაში ასევე ნათქვამია, რომ რობოტის ქცევა ვიდეოში დაპროგრამებულია ახალი API- გამოყენებით, რომელიც საშუალებას იძლევა შესრულდეს ბრძანებები როგორც ავტონომიურ რეჟიმში, ისე რობოტის მფლობელის პირდაპირი კონტროლის ქვეშ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში რობოტი კონტროლდება დისტანციურად, პლანშეტის გამოყენებით. 

რობოტი Spot-ის შესაძლებლობები შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოზე: https://bit.ly/39J5CtP 

რობოძაღლის გაყიდვა გასული წლის ზაფხულში დაიწყო, მისი ფასი 75 ათასი აშშ დოლარია. იმავე წლის ოქტომბერში Boston Dynamics-მა განაცხადა, რომ გაყიდა 260 მსგავსი მანქანა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.