Jump to content

Ford და Google ერთად შექმნიან ქსელთან დაკავშირებულ ავტომობილებს


Recommended Posts

Google-მა და Ford-მა გააცხადეს ექვსწლიანი პარტნიორული შეთანხმების დადების შესახებ. მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ტექნოლოგიური გიგანტი პასუხისმგებელი იქნება ქსელთან დაკავშირებადი ავტომობილების მზარდი შესაძლებლობების დიდ ნაწილზე, აგრეთვე უზრუნვეყოს ქლაუ გამომთვლელ სიმძლავრესა და სხვა ტექნოლოგიურ სერვისებს. 

image.jpeg 

არსებული ინფორმაციის თანახმად, პარტნიორობის ხელშეკრულება მიზნად ისახავს Ford-ის ოპერაციების ოპტიმიზაციასა და რესტრუქტურიზაციის გეგმის შესრულების დაჩქარებას, რაც მანქანათმშენებელ კომპანიას 11 მლრდ აშშ დოლარი დაუჯდება. წყარო აღნიშნავს, რომ ერთობლივი საქმიანობა ორივე პარტნიორისთვის მომგებიანი იქნება. Ford გამოიყენებს Google-ის მზა ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, მათ შორის Android Auto-ს ბაზაზე შექმნილ საინფორმაციო-გასართობ სისტემას, ქლაუდ გამომთვლელ პლატფორმას და ა.შ. Google ამ პარტნიორობის ფარგლებში იღებს ახალ მსხვილ დამკვეთს საკუთარ ქლაუდ პლატფორმაზე, რომელიც ბაზრის წილის მიხედვით ჩამორჩება ისეთ კონკურენტებს, როგორებიცაა Amazon და Microsoft. 

აღსანიშნავია, რომ შეთანხმებაზე ხელის მოწერის განცხადების შემდეგ Ford-ის აქციების ფასი 8.6%-ით გაიზარდა, Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის ფასიანი ქაღალდების ღირებულებას კი მოემატა 3%. კომპანიების შეთანხმება ითვალისწინებს, რომ 2023 წელს Ford-ისა და Lincoln-ის ავტომობილებში გამოჩნდება საინფორმაციო-გასართობი სისტემა Android Auto-ს ბაზაზე, ხმოვანი ასისტენტი Google Assistant, სერვისები Google Maps და Google Play, აგრეთვე სხვა სერვისები, რომლებიც მუშაობს Google-ის ქლაუდ პლატფორმაზე. ტექნოლოგიური გიგანტი Ford-ს ასევე დაეხმარება გამოიყენოს ხელონურ ინტელექტზე მომუშავე ალგორითმები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ლოჯისტიკა. 

Google-თან პარტნიორობა Ford-ის აღმასრულებელ დირექტორ ჯიმ ფარლის კიდევ ერთი მიღწევაა, იგი ამ თანამდებობას იკავებს გასული წლის ოქტომბრიდან. აღსანიშნავია, რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში Ford-ის  აქციების ფასი დაახლოებით 60%-ით გაიზარდა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.