Jump to content

გამოქვეყნდა NVIDIA GA106-400 გრაფიკული პროცესორის ფოტო


Recommended Posts

ვებ-გვერდ VideoCardz-ის წარმომადგენლების ობიექტივში მოხვდა ვიდეოჩიპი NVIDIA GA106-400 - 3840 CUDA ბირთვის მქონე კონფიგურაციით, რომელიც მარკირების გარდა გარეგნულად არაფრით განსხვავდება GA106-300 ჩიპისგან, რომელსაც 3584 CUDA ბირთვი აქვს.  

image.jpeg 

PCB-ზე გრაფიკული პროცესორი განავსებულია 2 გბ GDDR6 ტიპის მეხსიერების ექვს მიკროსქემასთან ერთად. მათსა და გრაფიკულ პროცესორს შორის კომუნიკაციისთვის გამოყენებულია 192-ბიტიანი სალტე. მეხსიერების სიხშირემ შესაძლოა 16 გჰც-ს მიაღწიოს. მიახლოებითი შეფასებით, GA106-400 კრისტალის ფართობი 276 კვ.მმ-ია. შედარებისთვის, Turing თაობის გრაფიკული პროცესორები გაცილებით მოზრდილი იყო: 445 კვ.მმ - TU106 ჩიპისა და 284 კვ.მმ - TU116-ის შემთხვევაში. 

როგორც ინტერნეტ-წყარო განმარტავს, ამ პროტოტიპის არსებობა საშუალებას იძლევა დავრწმუნდეთ, რომ თავდაპირველად NVIDIA გეგმავდა GeForce RTX 3060 აღეჭურვა არა 3584, არამედ სრული 3840 CUDA ბირთვით, თუმცა მეხსიერების კონფიგურაცია ჯამში უცვლელი დარჩა. 

Link to comment
Share on other sites

ისე რომ ვაკვირდები სამსუნგის 8 ნანომეტრიანი ჩიპები, თავიდან ხალხი რომ დასცინოდა VS TSMC 7 ნანომეტრიანის ფონზე უფრო დიდი ზომის გამო, ბევრათ დიდი რაოდენობით გამოდიან ეგეთები ამ ეტაპზე, ეგ კი კარგი AMD სულაც არაა რახან ისედაც 80-20% იყო ბაზრის წილი ვიდეოკარტებში ნვიდიას სასარებლოთ ნავის სერიამდეც, ამიტომ ეს ინფო შეიძლება ფეიკოვი არც იყოს: https://www.guru3d.com/news-story/amd-looking-to-spread-chip-production-to-samsung.html კი ინტელის ბაზრის წილი შეამცირა საკმაოთ ამდ ბოლო წლებში პროცესორებში მაგ TSCM ახალი ჩიპების დამხარებით, განსაკუთრებით დესკტოპ სეგმენტში აქვთ სერიოზული პროგრესი, მაგრამ ამ ეტაპზე ლუბოი ამდ ბოლო სერიის ტავარზე სერიოზული დეფიციტია, მათ შორის ახალი პაკალენიის კონსოლებზე, პროცესორებზე და ვიდეიოკარტებს ხომ ვერ იშოვი საერთოდ და ეგ ბოლო ინფო შეიძლება რეალურიც აღმოჩნდეს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.