Jump to content

ილონ მასკმა მარტში საზოგადოებას უნდა უჩვენოს ტვინში ჩამონტაჟებული ჩიპის მქონე მაიმუნი, რომელიც კომპიუტერს გამოიყენებს ხელების გარეშე


Recommended Posts

ილონ მასკის მიერ შექმნილი კომპანია Neuralink მუშაობს თავის ქალაში იმპლანტირებად მოწყობილობაზე, რომელიც საშუალებას იძლევა ნერონული იმპულსები გარდაიქმნას ისეთ ბრძანებებად და სიგნალებად, რომლებიც აღქმადი იქნება კომპიუტერისა და ცოცხალი არსებების ნერვული სისტემის სხვა ნაწილებისთვის. ამგვარ ცდებში ღორებმა უკვე მიიეს მონაწილეობა, ახლა მაიმუნების ჯერია. 

image.jpeg 

როგორც Bloomberg-მა აღნიშნა, კომპანიის დამფუძნებელმა ვირტუალური გამოსვლის დროს ისაუბრა ექსპერიმენტული მაიმუნის არსებობაზე, რომელსაც თავში ჩაუნერგეს Neuralink-ის მოწყობილობის პროტოტიპი. როგორც მასკმა განმარტა, Neuralink-ის ლაბორატორიაში უკვე ცხოვრობს მაიმუნი, რომელსაც შეუძლია ნეირონული იმპულსების მეშვეობით მართოს კომპიუტერული თამაშის ობიექტები. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, იმპლანტის ჩანერგვის ადგილის განსაზღვრა პირველივე ჯერზე ადვილი არ არის და მაიმუნი თავს შესანიშნავად გრძნობს. როგორც კი პრიმატს გამოუჩნდება ანალოგიური შესაძლებლობების მქონე კომპანიონი, ისინი შეძლებენ ერთმანეთს ეთამაშონ პინგ-პონგი კომპიუტერში კიდურების გამოყენების გარეშე. 

თავის ქალაში იმპლანტირებადი მოწყობილობა მონეტის ზომისაა და იგი თავის ტვინს უკავშირდება უწვრილესი ელექტროდებით. Neuralink-ს, როგორც ადრე ილონ მასკმა აღნიშნა, პერსპექტივაში სურს მიაღწიოს იმპლანტანტების ტესტირების უფლებას იმ მოხალისეებზე, რომლებმაც დაკარგეს ზედა ან ქვედა კიდურების დამოუკიდებლად კონტროლის შესაძლებლობა, ან ორივე ერთად. მანამდე კი კომპანია გვპირდება, რომ მარტში გვიჩვენებს იმ მაიმუნების ვიდეოებს, რომლებმაც გადაიტანეს ანალოგიური ოპერაცია. 

ამგვარი მოწყობილობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ აღდგინონ დაკარგული მოძრაობის უნარი, არამედ დროთა განმავლობაში ისინი ისწავლიან მოგონებების ტვინიდან კომპიუტერზე ან რობოტიზებულ სხეულზე გადატანას, როგორც მრავალი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის შემქმნელებმა იწინასწარმეტყველეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მასკი იმედოვნებს  ყველაფრის მიღწევას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.