Jump to content

Tesla-მ დაასრულა Cybertruck-ზე მუშაობა, თუმცა მასობრივი მიწოდება მხოლოდ მომდევნო წლიდან დაიწყება


Recommended Posts

ახალი წლის დადგომისთანავე უფრო აქტუალური გახდა Tesla-ს ახალი ელექტრომობილის, პიკაპ Cybertruck-ის გამოსვლის ვადა. ადრე კომპანიამ პიკაპის მასობრივი წარმოების ვადად 2021 წელი დაასახელა, თუმცა ამჟამად ილონ მასკმა განაცხადა, რომ 2022 წლამდე არ დაიწყება მასობრივი მიწოდება. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ Cybertruck-ის დიზაინზე მუშაობა უკვე დასრულდა. 

image.jpeg 

როდესაც მასკს კვარტალურ მოხსენებაზე ჰკითხეს Cybertruck-ის მიმდინარე წელს დაგეგმილი გადაზიდვების შესახებ, მან გულწრფელად აღიარა, რომ მომხმარებლებ მცირე ჯგუფმა წლის ბოლოს მხოლოდ ძალიან იღბლიან ვითარებაში შეიძლება მიიღო ელექტრომობილი, ხოლო  მომავალი მფლობელების უმეტესობა მოთმენა 2022 წლამდე მოუწევს. უნდა აღინიშნოს, რომ Tesla-ს ვებ-გვერდიდან გაქრა ინფორმაცია Cybertruck-ის ცალკეული კომპლექტაციების მიწოდების ვადების შესახებ. 

პიკაპის კონსტრუქციასა და დიზანზე მუშაობა საბოლოოდ დასრულდა. მალე კომპანია დაიწყებს პიკაპი წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიური აღჭურვილობის შეკვეთას. შეგახსენებთ, რომ უჩვეულო ელექტრომობილის კორპუსი აღჭურვილი იქნება უჟანგავი ფოლადის პანელებით. ილონ მასკის თქმით, მათი დამუშავებისთვის საჭიროა 8000 ტონის საწნეხები. კომპანიამ უკვე გამოიყენა 6-ათასტონიანი საწნეხები Tesla Model Y-ის საბარგულისთვის და ეს წნეხები ყველაზე მძლავრად მიიჩნიეს წარმოებაში. Cybertruck-ის წარმოებისთვის მომზადება კიდევ ერთხელ აამაღლებს ამ დონეს. 

პიკაპის წარმოებისთვის განკუთვნილი ობიექტი ტეხასის შტატში მზადდება. აქვე მოხდება ქროსოვერ Tesla Model Y-ის წარმოება. როგორც ინვესტორებისთვის განკუთვნილ პრეზენტაციაზე გამოჩნდა, სატვირთო ელექტრო Tesla Semi-სა და მეორე თაობის სპორტული Roadster-ის წარმოების ადგილი Tesla-ს ჯერჯერობით განსაზღვრული არ აქვს. მუაობა მიმდინარეობს „რააც სამომავლო პროდუქტზე“. სავსებით შესაძლოა, რომ იგულისხმება 25 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მასიურ ელექტრომობილ, რომლის შესახებ მასკმა გასული წლის სექტემბერში ისაუბრა და თქვა, რომ ბაზარზე იგი სამი წლის განმავლობაში გამოვიდოდა. მასკმა არ გამორიცხა, რომ მომავალში Tesla-მ შესაძლოა დაიწყოს მინივენების წარმოებაც, მაგრამ ამისთვის ჯერ ბატარეების დეფიციტის პრობლემა უნდა გადაიჭრას. 

მოხსენებით ღონისძიებაზე ილონ მასკმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს აპირებს ახალი ტიპის და ზომის ბატარეების წარმოების დაწყებას. ელექტომობილებისთვის განკუთვნილი ნახევარგამტარი კომპონენტების დეფიციტი აშფოთებს მასკს, თუმცა იდუსტრიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ამ ფაქტორმა მცირე გავლენა იქონია ელექტრომობილების წარმოებაზე. კომპანია უახლოეს დროში აპირებს „ავტოპილოტი გამოწერთ“ სერვისის შეთავაზებას - თებერვალში ან მარტში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.