Jump to content

Micron-მა წარადგინა წარმოებაში პირველი 1α DRAM ტექნოლოგია


Magdalena

Recommended Posts

image.jpeg

Micron Technology, Inc.-მა განაცხადა DRAM с 1α (1-ალფა) პროდუქტების მასობრივი მიწოდების დაწყების შესახებ, რომლებიც შექმნილია მსოფლიოში ყველაზე მოწინავე DRAM ტექნოლოგიური პროცესების გამოყენებით და გვთავაზობს სიმკვრივის, სიმძლავრის და წარმადობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებს. ეს სიახლე გაამყარებს Micron-ის კონკურენტუნარიანობას და შეავსებს მის მიღწევებს მსოფლიოში უსწრაფესი გრაფიკული მეხსიერებისა და პირველი 176-შრიანი NAND მეხსიერების წარმოებაში. 

1α ნოუდის მიღწევა ადასტურებს კომპანია Micron-ის უპირატესობას DRAM-სფეროში და წარმოადგენს კომპანიის დაუღალავი შრომის შედეგს მოწინავე ტექნოლოგიებისა და დიზაინის მიმართულებით. ჩვენს წინა 1z DRAM ნოუდთან შედარებით ეხსიერების სიმკვრივის 40%-იანი ზრდის წყალობით მიღწეული გაუმჯობესება მყარ საფუძველს შეუქმნის სამომავლო ინოვაციებს მეხსიერების სფეროში“ - განაცხადა სკოტ დებოერმა, Micron-ის ტექნოლოგიებისა და პროდუქტების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა. 

მიმდინარე წელს Micron გეგმავს 1α ნოუდის ინტეგრირებას საკუთარი DRAM-პროდუქტების პორტფელში ყველა იმ პროდუქტის მხარდასაერად, რომლებშიც დესდღეობით DRAM გამოიყენება. ამ ახალი ტექნოლოგიის გამოყენების პერსპექტივა ფართო და მასშტაბურია. უპირველეს ყოვლისა, ახალი მეხსიერება საშუალებას იძლევა გაიზარდოს წარმადობა დაწყებული მობილური მოწყობილობებიდან - დამთავრებული ინტელექტუალური სატრანსპორტო საშუალებებით. 

„ჩვენი ახალი ტექნოლოგია 1α საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას მობილური ჩიპები ყველაზე დაბალი ენერგომოხმარებით, აგრეთვე იგი უპირატესობას მიანიჭებს მონაცემთა დამუშავების ცენტრებს, მომხმარებლებს, ინდუსტრიულ და საავტომობილო წარმოებას. DRAM და NAND ტექნოლოგიებში ლიდერობით Micron შესანიშნავ პოზიციაზე იმყოფებ მეხსიერების გაზრდასა და შენახვის საკითხში, რაც, როგორც მოსალოდნელია, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ნახევარგამტარ ინდუსტრიის ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტები იქნება“ - განაცხადა Micron-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და მიკრონის მთავარმა კომერციულმა დირექტორმა. 

Micron-ის 1α DRAM ნოუდი ხელს შეუწყობს უფრო ენერგოეფექტური და საიმედო მეხსიერების გადაწყვეტილებების შექმნას და მიღწეულ იქნება LPDDR5 სტანდარტის უფრო მაღალი სიჩქარე მობილური პლატფორმებისათვის, რომლებიც საჭიროებენ საუკეთესო წარმადობას. Micron-ის ინოვაცია არის ყველაზე დაბალი, 15%-ით ნაკლები ენერგმოხმარების მობილური DRAM, იგი საშუალებას აძლევს 5G თაობის მოწყობილობების მომხმარებლებს უფრო მეტი გააკეთონ სმარტფონებზე ელემენტისთვის ზიანის მიყენების გარეშე. 

Micron-ის გაუმჯობესებულ მეხსიერების ნოუდში მხარდაჭერილია სიმკვრივე 8 გბ-დან 16 გბ-მდე, უზრუნველყოფს მოქნილობას და მხარდაჭერას Micron-ის ამჟამინდელ პროდუქტებზე, რომელთა შორისაა DDR4 და LPDDR4, შედეგად უზრუნველყოფილია ენერგოეფექტურობა, საიმედოობა და გაფართოებული მხარდაჭერა. ამგვარი ხანგრძლივი ქმედითუნარიანობა ამცირებს დანახარჯებს და უზრუნველყოფს საუკეთესო ფასს ისეთი სისტემების გამოყენების ვადის განმავლობაში, როგორებიცაა ინტეგრირებული საავტომობილო პროდუქტები, საწარმოო პერსონალური კომპიუტერები და სერვერები. 

Micron-ის ტაივანურმა ქარხნებმა დაიწყეს 1α DRAM-ის მასობრივი წარმოება, დაწყებული DDR4 მეხსიერებით კომპიუტერული მოწყობილობებისთვის და სამომხმარებლო კომპიუტერებისთვის განკუთვნილი Crucial პროდუქტებით. კომპანია ამ ტექნოლოგიის საფუძველზე შექმნის ახალ პროდუქტებს 2021 წლის განმავლობაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.