Jump to content

Gigabyte-მა გიგანტურ ვიდეო დაფა GeForce RTX 3090 Aorus Master-ის ახალი ვერსია კვების სამი კონექტორით აღჭურვა


Recommended Posts

კომპანია Gigabyte-მა წარადგინა GeForce RTX 3090 Aorus Master გრაფიკული ამაჩქარებლის ახალი ვერსია. ამ ვიდეო დაფის მთავარი მახასიათებელია ჰაერით გაგრილების უზარმაზარი ოთხსლოტიანი სისტემა. 

image.jpeg 

GeForce RTX 3090 Aorus Master დაფის საფუძვლად გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი NVIDIA GA102 - 10 496 CUDA ბირთვით. ვიდეო დაფას აქვს GDDR6X სტანდარტის 24 გბ ვიდეომეხსიერება. Gigabyte-ის განცხადებით, GPU-ის სიხშირე Boost-რეჟიმში არის 1785 მჰც. რეალურად, ამ გრაფიკულ პროცესორს აჩქარების რეალური პოტენციალი გაცილებით მაღალი მისი გაგრილების სისტემის ზომის გათვალისწინებით, მაგრამ, როგორც ჩანს, იგი შეზღუდული იყო კვების ნაკლებობით. ამით შეგვიძლია ავხსნათ მესამე 8-პინიანი კონექტორის გამოჩენა დამატებითი ენერგიის მისაღებად ვიდეო დაფის ახალ ვერსიაში, რაც ამ გრაფიკული ამაჩქარებლის თავდაპირველ ვერსიაში არ არის. გარდა ამისა, კომპანიამ განაცხადა, რომ საჭიროა უფრო მძლავრი კვების ბლოკის გამოყენება: თუკი ორიგინალი მოდელისთვის Gigabyte გირჩევთ 750-ვატიან კვების ბლოკს, განახლებული მოდელისთვის რეკომენდებულია 850 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. 

image.jpeg 

GeForce RTX 3090 Aorus Master-ის ზომები იგივე რჩება - 319 × 140 × 70 მმ. კომპანია არ მიუთითებს ვიდეო ბარათის წონაზე. ასევე, უცვლელი დარჩა გარე ინტერფეისების ნაკრები: ხელმისაწვდომია სამი DisplayPort 1.4a კონექტორი, ორი HDMI 2.1 და ერთი დამატებითი HDMI 2.0, რომელიც განთავსებულია ორ HDMI- შორის. 

image.jpeg 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, GeForce RTX 3090 Aorus Master-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია გაგრილების გიგანტური სისტემა, რომელიც მოიცავს უზარმაზარ რადიატორს და სამ ქულერს. ორი გვერდითი Wind Claw-ს ზომაა 115 მმ, ცენტრალურისა - 100 მმ. ამ უკანასკნელის განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ იგი დანარენი ორის საპირისპირო მიმართულებით ბრუნავს ჰაერის ნაკადის უფრო ეფექტურად მიწოდების უზრუნველსაყოფად. 

image.jpeg 

რადიატორის საფუძვლად გამოყენებულია სპილენძის დიდი პლატფორმა, რომელიც გრაფიკული პროცესორიდან და მეხსიერების მოდულებიდან გამომავალი სითბოს გადაცემას უწყობს ხელს. პლატფორმა უერთდება ამაორთქლებელ კამერას, რომელზეც მიმაგრებულია ხუთი თბოგამტარი მილი. 

image.jpeg 

გარე ესთეტიკური თვალსაზრისით Aorus Master დაფარულია გლუვი, შავი გარსით, პრიალა შავი და ვერცხლისფერი ჩანართებით. RGB განათების სისტემა ასევე არის ჩაშენებული გარსში, ხოლო ვიდეო დაფის გვერდით ნაწილზე განთავსებულია თხევადკრისტალური დისპლეი. 

image.jpeg 

დისპლეიზე აისახება სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაცია ვიდეო დაფის მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, მას შეუძლია ასახოს ფოტოები, ტექსტი და GIF-გამოსახულება. GeForce RTX 3090 Aorus Master ვიდეო დაფის განახლებული ვერსიის გაყიდვაში გამოსვლის თარიღი კომპანიას ჯერ არ გამოუცხადებია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.