Jump to content

მეცნიერებმა შექმნეს გამჭვირვალე მზის პანელი, რომლის ინტეგრირება შესაძლებელია სმარტფონში


Recommended Posts

კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილი ცდილობს ამოწურვადი ენერგიის წყაროების განახლებადი წყაროებით ჩანაცვლებას. კორეელმა მეცნიერებმა მცირე ნაბიჯი გადადგეს ამ გზაზე - მათ შექმნეს პირველი, მათი თქმით, სრულიად გამჭვირვალე მზის ელემენტი. 

image.jpeg 

ახალ კვლევაში პროფესორი Joondong Kim აღწერს მეთოდს, რომელიც ეხება მზის ელემენტის ჰეტეროგადამყვანი ფენის ნოვატორულ ტექნიკას. კვლევების თანახმად, ნიკელის ოქსიდისა და ტიტანის დიოქსიდის ნახევარგამტარების კომბინაციამ შექმნა ეფექტური და სრულიად გამჭვირვალე მზის ელემენტი. 

ტიტანის დიოქსიდი (TiO2) ეფექტური ნახევარგამტარია, იგი ამჟამად გამოიყენება მზის ბატარეების ტექნოლოგიაში. იგი არის ეფექტური, არატოქსიკური და ეკოლოგიურად სუფთა და თანაც უხვად მოიპოვება დედამიწაზე. ნიკელის ოქსიდი (NiO) არის ნახევარგამტარი მაღალი ოპტიკური გამჭვირვალობის მახასიათებლებით. ამ ორი ელემენტის კომბინაციით წარმოიქმნება მზის გამჭვირვალე პანელები, რომლებიც მდგრადია და მარტივია გამოსაყენებლად. 

image.jpeg 

მზის ენერგია (ქარსა და წყალთან ერთად) დიდ იმედს იძლევა განახლებადი ენერგიის ენერგიაზე გადასვლის საკითხში, ამიტომ ამ სფეროში მრავალი მეცნიერი მუშაობს. ბოლო წლებში მზის ენერგია გახდა უფრო ხელმისაწვდომი და ეკოლოგიურად სუფთა ულტრაიისფერი გამოსხივების ელექტროენერგიად გადაქცევის კოეფიციენტი იზრდება. 

ამასთან, თანამედროვე მზის პანელების ყოველდღიური გამოყენება მათი გაუმჭვირვალობის გამო შეზღუდულია. მზის პანელების ნახვა შესაძლებელია მხოლოდ სახურავებზე, შორეულ ადგილებში და საზოგადოების თვალისგან მოშორებით. კორეელ პროფესორს დიდი იმედი აქვს თავისი კვლევის - მეცნიერის აზრით, გამჭვირვალე ფოტოელექტრონული უჯრედების უნიკალური თვისებები მათ გამოყენების ფართო სპექტრის ხსნის. მომავალში სრულად გამჭვირვალე პანელები გამოყენებული იქნება ფანჯრების კონსტრუქციასა და მობილურ ტელეფონებშიც კი. თუმცა ჯერჯერობით კომერციალიზაციაზე საუბარი ნაადრევია, რადგან შესწავლილი პანელების ენერგოეფექტურობის მაჩვენებელმა 2.1% შეადგინა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.